ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს, ეს მათ თავდაჯერებულობას ჰმატებთ!

ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს, ეს მათ თავდაჯერებულობას ჰმატებთ!

შეგროვებულია:
500.64 ₾
(დონორი: 31)

არ მგონია,  ჩემი ოცნებების ახდენა ვინმეს აინტერესებდეს

საბა: პატარა ხომ არ ვარ, ზღაპრების რომ მჯეროდეს. ნუთუ, შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს, მე რაზე ვოცნებობ? და რა, ველოსიპედს მაჩუქებენ? იცი, რა ღირს?
- ამას იმიტომ ვამბობ, რომ უკვე ავასრულეთ უამრავი ბავშვის სანუკვარი სურვილი. მგონი, შენიც უნდა ასრულდეს. საბა, დამიჯერე, ვცადოთ!
საბა: ფეხბურთი მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს თამაში. მაგრამ, ჩვენს სოფელში ფეხბურთის სექცია არ არის, ზესტაფონი კი შორს არის. აქ ვთამაშობ, ბიჭებთან ერთად, მაგრამ ამისთვის ისეთი ფეხსაცმელი მჭირდება, რომელიც ფეხიდან არ გამძვრება. ასევე ვოცნებობ ველოსიპედსა და ტელეფონზე.
- რისთვის გჭირდება ტელეფონი? გოგოებს რომ დაურეკო?
საბა: არა, რა გოგოები, რა დროს ეგ არის! ჯერ უნდა ვისწავლო, გოგოები კი მოიცდიან. აბა, რთულია ჩემი ოცნებები? როგორ ფიქრობ, შეიძლება, რომ ახდეს?
- ნამდვილად! შენ გაგიმართლა! საქართველოში ძალიან კეთილი ადამიანები ცხოვრობენ.
საბა: აბა, ვნახოთ.