ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

კონკიას ზღაპარში მგონია თავი!

კონკიას ზღაპარში მგონია თავი!

შეგროვებულია:
610.96 ₾
(დონორი: 61)

ჩემი ოცნებაა, მქონდეს ყველა გოგონას მოსაწონი ფეხსაცმელი და ჩანთა!

ეკა: ცხოვრებაში არასდროს მქონია ახალი და ლამაზი ნივთები. ხანდახან ისე მტკივა გული, როდესაც ყველა გოგოს რაღაც ახალი აცვია, მე კი ყოველდღე ერთი და იგივე. არც მათზე ვბრაზობ, არც ჩემს მშობლებზე, არა, არა. უბრალოდ ძალიან მინდა, მეც რაღაც ახალი და ლამაზი მქონდეს.
- მოდი რამე ახალი და ლამაზი „მოვიოცნებოთ“. რა იქნებოდა?
ეკა: უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ვარდისფერი გორგოლსჭებიანი ჩანთა, რომელზეც გოგონა დორი იქნება დახატული. მეორე, კაბა და ფეხსაცმელი. მესამე კი, იქნება პლანშეტი. ვაიმე, რა სილამაზე გამოვიდა. შენც ხედავ?
-კი, ნამდვილად ულამაზესი ხარ! მოდი, კიდევ „მოვიოცნებოთ“ რამე. კარგად გამოგვდის.
ეკა: მოდი! ძალიან მიყვარს ხატვა. მაგრამ, არ გვაქვს არც ფურცლები, არც საღებავი. რაღაც ნაგლეჯებს ვპოულობ და ვხატავ. მოდი, „მოვიოცნებოთ“ ბევრი სახატავი ფურცელი, ფანქრები, ფლომასტერები, აკვარელი და ფუნჯები. უკვე წარმოვიდგინე, როგორ ვზივარ და ვხატავ. რა სილამაზეა! ყველასთვის დავხატავდი რაიმე ლამაზს, ვისაც ჩემი სურვილის ასრულება შეუძლია!