ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველაზე ფუმფულა მეგობარი მყავს!

ყველაზე ფუმფულა მეგობარი მყავს!

შეგროვებულია:
107.7 ₾
(დონორი: 18)
ვოცნებობ, რომ ფუმფულა ბაჭიას ჩავეხუტო და სუფთა საწოლში დავიძინო! მაჩუქე! შენც ჩაგეხუტები...
 ნია: სათამაშოები არ მაქვს. საბავშვო ბაღში დავდივარ სათამაშოდ. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ სათამაშოებთან ერთად ძილი კარგია, ფუმფულა უნდა იყოს, რომ ჩაეხუტო და ჩაღუნღულდე. როგორ მინდა ესეთი...
            - რომელი რბილი სათამაშო გინდა? დათუნია, ძაღლუკა, თუ ფისო?
            ნია: ბაჭია! მაგრამ ის კი არა, ავად რომ ხდება. დედას წამლების ფული არ აქვს. მეც რომ ვიყავი ავად, ვერ მიყიდა. დიდხანს ვაცდინე ბაღი.
           - მივხვდი, შენ გინდა ჯანმრთელი ფუმფულა სათამაშო ბაჭია, ჩემო ტკბილო! ვის დავაბაროთ?
            ნია: მოიცა, მე გეტყვი! ძალიან კეთილ ბიძას ან დეიდას, ბებიას ან ბაბუას! გთხოვ, მაჩუქეთ ფუმფულა ბაჭია და მე თქვენ ბაჭიაზე უფრო მაგრად ჩაგეხუტებით!