ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თურმე, ღარიბი ბავშვების ოცნებებიც ხდება!

თურმე, ღარიბი ბავშვების ოცნებებიც ხდება!

შეგროვებულია:
412.19 ₾
(დონორი: 49)
იქნებ, ღარიბ ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ სულ პაწაწინა, ციცქნა სკუტერი?
 ნიკოლოზი: განა არ მესმის, არაფერი მაქვს იმიტომ, რომ ღარიბი ვარ. ერთ დღეს გავიგე დედაჩემის სიტყვები, ჩუმად რომ ტიროდა. ოთახში ვერ შემამჩნია. ასე ამბობდა, როდემდე უნდა ვიყოთ ასე ღარიბები, როდემდეო. მეზობელმა მითხრა, ღარიბი ის არის, ვისაც არაფერი აქვსო. ჩვენ არაფერი გვაქვს. ასე რომ, ჩვენ ღარიბები ვართ. იცი, რაზე ვოცნებობ?
            - აი, სწორედ ეს მინდა გავიგო შენგან, ჩემო ჭკვიან ბიჭო.
            ნიკოლოზი: მინდა, ცოტა ხნით არ ვიყოთ ღარიბები. ნეტა, შეიძლება? ბევრი ტკბილეული მინდა, სათამაშოებიდან კი, - მხოლოდ სკუტერი მინდა, პატარა საბავშვო სკუტერი.
            - „ცოტა ხანი“ მალე რომ მთავრდება, ნიკოლოზ?
           ნიკოლოზი: კანფეტების შეჭმას მოვასწრებ...
           - და სკუტერი?
           ნიკოლოზი: იქნებ, სულ პაწაწინა, ციცქნა სკუტერი შეიძლება ღარიბი ბავშვებისთვის?