რამდენად დიდსულოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში? - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რამდენად დიდსულოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში? image

რამდენად დიდსულოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში?

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში

ბრიტანულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია The Charities Aid Foundation-მა ყოველწლიუ რირეიტინგი წარადგინა - რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე დიდსულოვანი ადამიანები.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კვლევა 135 ქვეყანაში აწარმოეს, გამოკითხვაში მსოფლიო მოსახლეობის 94% (დაახლოებით 4.9 მილიარდი ადამიანი) მონაწილეობდა. პროექტის ორგანიზატორებმა თითოეულ ერს საკუთარი ინდექსი მიანიჭეს. ინდექსი შემდეგი ტიპის შეკითხვებით შეიქმნა: რამდენად ხშირად წირავთ ფულს ქველმოქმედებისთვის, რამდენად ხშირად ეხმარებით უცხოებს, მოხალისედ თუ გიმუშავიათ რომელიმე ორგანიზაციაში.

2013 წლის ყველაზე ქველმოქმედი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა შეერთებული შტატებია. ამერიკელები ქველმოქმედებაში ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ. კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2012 წელს, წინა წლებთან შედარებით, 200 მილიონით გაიზარდა ქველმოქმედთა და სხვადასხვა ორგანიზაციებში მოხალისედ მომუშავეთა რიცხვი. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, ფულის გადარიცხვის შემთხვევაში, კაცებთან შედარებით ქალები უფრო აქტიურობენ, თუმცა მოხალისედ მუშაობის მსურველთა რიცხვის პროცენტული მაჩვენებელი ორივე სქესში თანაბარია.

საქართველოს მსოფლიო ინდექსია 116 ქულა - 20%, უცხო ადამიანთა დახმარების რეიტინგში 101-ე პოზიციაზეა 38%-ით, ხოლო ფულის გადარიცხვის ნუსხაში 135-ე ადგილზე 3% -ით, მოხალისედ მუშაობის რეიტინგში საქართველო 68-ე ადგილს იკავებს 18%-ით.

ტოპ-ათეული ასე გამოიყურება: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მიანმარი, ახალი ზელანდია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდი, ყატარი, შრი-ლანკა.

მომზადებულია The Charities Aid Foundation-ის მიხედვით.

რეკომენდებული პროექტები: