მომაკვდავმა ბიჭმა ქველმოქმედებისათვის 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მომაკვდავმა ბიჭმა ქველმოქმედებისათვის 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა image

მომაკვდავმა ბიჭმა ქველმოქმედებისათვის 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში

19 წლის სტივენ სატონმა დიდი ბრიტანეთიდან შეძლო ის, რასაც ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაცია ვერ ახერხებს. მან 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა.

„არსებობს ანდაზა, თუ ცხოვრება ლიმონს შემოგთავაზებს, ეცადე მისგან ლიმონათი გააკეთო“, -ასე დაწერა ახალგაზრდა კაცმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე, რომელსაც 4 წლის წინ საშინელი დიაგნოზი დაუსვეს: სწორი ნაწლავის კიბო.

ადამიანები, რომელებიც კითხულობენ სტივენის პირად ბლოგს სოციალურ ქსელში, სთავაზობდნენ ფინასურ დახმარებას, ზოგი მკურნალობისათვის, ზოგი რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში გამგზავრებისათვის.

ერთხელ სტივენმა საკუთარ "Facebook"-ის გვერდიდან მიმართა მომხმარებლებს, რომ მას იმდენად დახმარება არ სჭირდება, მაინც არაფერი ეშველება და ითხოვა კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის 10 000 ფუნტის შეგროვება.

სულ რაღაც რამდენიმე დღეში, 10 000-ის ნაცვლად, 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეგროვდა (დაახლოებით 4, 9 მილიონი$)

"ჩვენ ერთი წლის განმავლობაში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის 12 მილიონ ფუნტზე მეტს ვერ ვაგროვებთ, სტივენმა კი შესძლო და ერთ კვირაში ჩვენი წლიური ფონდის მეოთხედი თანხა შეაგროვა"-გაოცებით და კმაყოფილებით აღნიშნა სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდის ხელმძღვანელმა.

რეკომენდებული პროექტები: