საქართველოს მსოფლიო რბენის გლობალური სპორტული დირექტორი ქოლინ ჯექსონი ესტუმრა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქართველოს მსოფლიო რბენის გლობალური სპორტული დირექტორი ქოლინ ჯექსონი ესტუმრა image

საქართველოს მსოფლიო რბენის გლობალური სპორტული დირექტორი ქოლინ ჯექსონი ესტუმრა

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში
Wings For Life World Run-ის სპორტული დირექტორი და ლეგენდარული ათლეტი ქოლინ ჯექსონი თბილისს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი ოფიციალური პრესკონფერენციის გამართვაა. ქოლინი დედაქალაქში ქართული მედიის წარმომადგენლებსა და კეთილი ნების ელჩებთან გეგმავს შეხვედრას. ვარსკვლავი დაწვრილებით ისაუბრებს დაგეგმილი აქციის, მსოფლიო რბენის მომავალი და უკვე მიღწეული შედეგების შესახებ. სპორტის ისტორიაში ყველაზე მასობრივი საქველმოქმედო ღონისძიება კახეთში 3 მაისს უკვე მეორედ გაიმართება.

40 ქვეყნიდან ასიათასობით ადამიანი ქველმოქმედების მიზნით კვლავ გაერთიანდება, რათა ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს. საქართველოში უკვე დაწყებულია რეგისტრაცია 2015 წლის მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად, იგი ვებგვერდზეა შესაძლებელი. მონაწილეობის საფასური 20 ლარს შეადგენს.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ასპარეზობის დრო და მანძილი შეზღუდული არააა, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ფინიშის ხაზის ნაცვლად გამოიყენება სპეციალური "ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან ნახევარ საათში დაიძვრება და იმოძრავებს წინასწარ გათვლილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი აღნიშნული მანქანა მორბენალს გასცდება, იგი ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

მსოფლიო რბენა გამოავლენს 2 გამარჯვებულს - ერთ ქალბატონსა და ერთ მამაკაცს. მათ ექნებათ შესაძლებლობა სურვილისამებრ 2016 წელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაგეგმილ რბენაში მიიღონ მონაწილეობა. გლობალური ჩემპიონები დაჯილდოვდებიან მსოფლიოს გარშემო უნიკალური ტურით.

საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სრულად ფონდ Wings for Life-ს გადაერიცხება, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანებების სამკურნალოდ სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ახორციელებს.

რეკომენდებული პროექტები: