5 ყველაზე ქველმოქმედი მამაკაცი მსოფლიოში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

5 ყველაზე ქველმოქმედი მამაკაცი მსოფლიოში image

5 ყველაზე ქველმოქმედი მამაკაცი მსოფლიოში

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში
მსოფლიოში არაერთი ქველმოქმედი ადამიანია. ისინი აფინანსებენ უამრავ კერძო სოციალურ პროგრამას, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან დარგებში როგორიცაა სიღარიბესთან ბრძოლა, მედიცინა, განათლება, კომპიუტერული ტექნოლოგიები და სხვა. გთავაზობთ იმ 5 ადამიანის ქველმოქმედებითი საქმიანობის მოკლე დახასიათებას, რომლებმაც ამ სფეროში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს.

ბილ გეიტსი (აშშ)

ბოლო მონაცემებით, გეიტსმა ქველმოქმედებისთვის დახარჯა 28 მილიარდი დოლარი. ძირითადად, ის კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში კვლევებს, სკოლებსა და ბიბლიოთეკებს აფინანსებდა. 1999 წელს მან საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომელსაც "მაიკროსოფტის" 16 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გადასცა. ეს ფონდი დღეს მსოფლიოში უმსხვილეს საქველმოქმედო ორგანიზაციად მიიჩნევა.

უორენ ბაფეტი (აშშ)

ქველმოქმედების მიზნით დახარჯა 17,25 მილიარდი დოლარი. 2010 წელს მან ბილ გეიტსთან ერთად დააარსა კომპანია "ივინგ ლედგე", რომლის მიზანი აშშ-ის მდიდარი ადამიანების დარწმუნებაა, რომ ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარონ.

ჯორჯ სოროსი (აშშ) 

1979 წლიდან მოყოლებული ჯორჯს სოროსმა 8,5 მილიარდი დოლარი დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაზე - კალიფორნიის საავადმყოფოში ნემსების სტერილიზაციის პროგრამით დაწყებული და ბოშების დახმარებით დამთავრებული. მან ბოლო პერიოდში 150 მილიონი დოლარი მოახმარა პროგრამას "მსოფლიოში სახელმწიფოების გამჭვირვალობს" და 100 მილიონი აფროამერიკელებისთვის სოციალური ბარიერების გადალახვაში დახმარებისთვის.

გორდონ მური (აშშ) 

ქველმოქმედებისთვის დახარჯა 5 მილიარდი დოლარი. მისი საქველმოქმედო ფონდის პრიორიტეტებია ბუნების დაცვა და მედდების განათლების პროგრამების დაფინანსება.

კარლოს სლიმ ელუ (მექსიკა)

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი (ელუ 69 მილიარდ დოლარს ფლობს) აცხადებდა, რომ მისთვის პრიორიტეტული სამუშაო ადგილების შექმნაა, ვიდრე პირდაპირი გზით ქველმოქმედების გაწევა. თუმცა მან ქველმოქმედებისთვის 4 მილიარდი დოლარი მაინც დახარჯა.

რეკომენდებული პროექტები: