ტრადიციული საქველმოქმედო კონცერტი დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოსგან - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ტრადიციული საქველმოქმედო კონცერტი დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოსგან image

ტრადიციული საქველმოქმედო კონცერტი დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოსგან

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში
დიდი ბრიტანეთის ქართულმა სათვისტომომ ROYAL OVER-SEAS LEAGUE Club -ში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გამართა. საქველმოქმედო კონცერტს ყოველწლიური სახე აქვს და მას ირინე სარაჯიშვილის თაოსნობით დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომო აწყობს. კონცერტში მონაწილეობდნენ ევროპაში მოღვაწე ოპერის ქართველი მომღერლები – ბარიტონი მიხეილ ქირია, სოპრანო თეონა დვალი, პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე, საღამოს მასპინძელი კი იყო დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო.

“სიტყვებითაც მიჭირს გამოვხატო ჩემი ბედნიერება იმ კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც 25 მაისს ლონდონში ჩატარდა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, მონაწილეებს. არასოდეს დამავიწყდება უამრავი ადამიანის გულწრფელი ცრემლები, სიხარული… მადლობა არაჩვეულებრივ მსმენელს, უთბილესს, რომელიც დიდი ხანი ფეხზე ამდგარი გვიკრავდა ტაშს” – ამ სიტყვებს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს მომღერალი თეონა დვალი.

რეკომენდებული პროექტები: