პაპმა ფრანცისკმა დაბადების დღეზე მოიწვია უსახლკაროები და დამლაგებლები - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პაპმა ფრანცისკმა დაბადების დღეზე მოიწვია უსახლკაროები და დამლაგებლები image

პაპმა ფრანცისკმა დაბადების დღეზე მოიწვია უსახლკაროები და დამლაგებლები

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში

რომის პაპმა ფრანცისკმა მესასა და თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად სადღესასწაულო საუზმეზე მოიწვია უსახლკაროები, დამლაგებლები და მზარეულები. ამის შესახებ 17 დეკემბერს წერდა Hamburger Abendblatt.

საუზმე გაიმართა ვატიკანის სასტუმროში. ერთ-ერთი უსახლკარო დღესასწაულზე ძაღლთან ერთად მოვიდა, _ აღნიშნავს AgenceFrance-Presse. უცნობია რატომ მოიწვიეს სწორედ ეს მაწანწალები, თუმცა ცნობილია, რომ ჩვეულებრივ ისინი ღამეს ათევენ რომში წმინდა პეტრეს ტაძრის წინ.

პაპის რეზიდენციის დამლაგებლები და მზარეულები, ვატიკანის განცხადების თანახმად, მოიწვიეს ზეიმზე „ოჯახური ატმოსფეროს“ შესაქმნელად. თავის ქადაგებაში პაპმა ისინი სათითაოდ მოიხსენია, გვამცნობს Associated Press.

თავისი 77 წლის იუბილეზე პონტიფიკი უნდა შეხვედროდა მის საყვარელ არგენტინის საფეხბურთო გუნდს „სან-ლორენსოს“. კლუბის მოთამაშეები სპეციალურად ჩამოფრინდნენ რომში, რათა დაბადების დღე მიელოცათ იუბილარისთვის.

რომის პაპს 2013 წლის მარტში არჩევის მომენტიდან არაერთხელ მიუქცევია პრესის ყურადღება თავისი მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო. პონტიფიკმა არაერთხელ მოუწოდა მორწმუნეებს ღარიბებისათვის დახმარებისაკენ. თავის ეპისტოლეში პაპი გამოვიდა „ველური კაპიტალიზმისა“ და „ფულის კულტის“ წინააღმდეგ. იგი ასევე გამოთქვამდა მოსაზრებებს კათოლიკური ეკლესიის რეფორმასა და მის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მოკრძალებისა და უმნიშვნელოვანეს მსოფლიო დისკუსიებში მონაწილეობის გამო, ამერიკული ჟურნალის Time-ს ვერსიით, პონტიფიკი არჩეულ იქნა წლის ადამიანად.


რეკომენდებული პროექტები: