პოლონეთში ქართველი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პოლონეთში ქართველი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა image

პოლონეთში ქართველი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

25 ივნისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლონეთის ქართული დიასპორისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის მიზანი საქართველოში დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის უფასო სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაში წვლილის შეტანაა.

საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა საქართველოში დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის უფასო სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას მოხმარდება.

პოლონეთის ქართული დიასპორის ორგანიზებით დაიგეგმა და განხორციელდა დიზაინერების: ზალიკო ბერგერის და ანა ჩანგიანის კოლექციის ჩვენება, ასევე ანა ჩანგიანის მიერ თექით და მზადებული სხვადასხვა სახის სამოსისა და აქსესუარების შოურუმის გახსნა. ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს და კოლექციები წარადგინეს პოლონური შოუბიზნესის წრის ცნობილმა ქალბატონებმა. 

ღონისძიება გაიმართება ვარშავაში, საქართველოს საელჩოს შენობაში და მას პოლონეთში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის ელჩების მეუღლეები დაესწრნენ. ხოლო შოურუმი გაიხსნა ვარშავის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ „პრომენადას“ შენობაში. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა საქართველოში დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის უფასო სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას მოხმარდება. შეგახსენებთ. საქართველოში მსგავსი ცენტრი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

რეკომენდებული პროექტები: