დათო ხუჯაძემ საზოგადოებას თავისი საქველმოქმედო გეგმები გააცნო - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დათო ხუჯაძემ საზოგადოებას თავისი საქველმოქმედო გეგმები გააცნო image

დათო ხუჯაძემ საზოგადოებას თავისი საქველმოქმედო გეგმები გააცნო

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
ჟურნალისტებთან ინტერვიუში პოპულარული მომღერალი დათო ხუჯაძე აცხადებს, რომ საქველმოქმედო კონცერტებს წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც გამართავს, შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხებათ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.

„ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვნანობ იმას, რომ არ გამომივიდა ისეთი ოჯახის ჩამოყალიბება, როგორიც მინდოდა.

2015 წელში საკმაოდ ბევრი გეგმა მაქვს. 3 თვის წინ პარიზში კლიპი გადავიღე. ახლა მეორე სიმღერაზე მუშაობას ვიწყებ, რომელსაც აპრილში გამოვუშვებ.

მე და დათო ფორჩხიძეს საბავშვო სტუდია „სახე“ გვაქვს, რომელიც ნელ-ნელა ფართოვდება. ძალიან მაგარი ბავშვები გვყავს.

აქცენტი იმაზეა, რომ ბავშვებმა ცოცხლად იმღერონ. შემოსულ თანხას მთლიანად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადავურიცხავ.

წელიწადში ერთხელ მაინც გავაკეთებ ასეთ კონცერტს და ყველა მომღერალს ვურჩევ, რომ იაქტიურონ და საქველმოქმედო კონცერტები გამართონ“, - განაცხადა დათო ხუჯაძემ.

რეკომენდებული პროექტები: