ციხეში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ციხეში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა image

ციხეში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
2015 წლის 28 მარტს რუსთავის N 17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. სხვადასხვა სპეციალიზაციის მაღალკველიფიციურმა მედიკოსებმა მსჯავრდებულებს ჩაუტარეს შესაბამისი კონსულტაციები და ჯანმრთელობა შეუმოწმეს. საქველმოქმედო აქციის ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ, „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი“ (თავმჯდომარე ქეთი ბარათელი) და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია (თავმჯდომარე გიორგი თევზაძე). საქველმოქმედო ღონისძიება მოინახულა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა.

როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, უფლებადამცველმა, გიორგი თევზაძემ აღნიშნა, ასეთი სახის საქველმოქმედო აქციები, „ქართული ოცნება -ჯანმრთელი მომავალისა“ და „ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ეგიდით მომავალშიც გაგრძელდება და ის არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. ხაზგასმით უნდა აღნიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიტიური განწყობა აქვს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით. ამის ნათელი მაგალითია მათი მხრიდან პროექტის აქტიური მხარდაჭერა.

რეკომენდებული პროექტები: