ფონდი "ქართუ" დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებით 8 მილიონ ლარს ჩარიცხავს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ფონდი "ქართუ" დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებით 8 მილიონ ლარს ჩარიცხავს image

ფონდი "ქართუ" დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებით 8 მილიონ ლარს ჩარიცხავს

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
როგორც თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების წესის შესაბამისად, დღეს უკვე შემოსულია 7 ოჯახის განაცხადი, რომელთა წევრების რაოდენობა 37-ს შეადგენს. სპეციალურად დაზარალებულთათვის გაიხსნა საგარანტიო ანგარიშები, სადაც მათთვის განკუთვნილი 1 657 000 ლარი უახლოესი დღეების განმავლობაში აისახება. ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი ლარი გადარიცხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

"სწორედ თითოეული თქვენგანის დახმარებით ხდება შესაძლებელი დაზარალებული 50 ოჯახის მუდმივი საცხოვრისით უზრუნველყოფა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის, განსახლებისა და სახლების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა 18 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, საიდანაც დღეს მობილიზებულია 10 მილიონი ლარი. აქ განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" და მის დამფუძნებელს, იმისათვის, რომ წესით აღებული ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ჩაირიცხება კიდევ 8 მილიონი ლარი და შესაბამისად, ის თანხა, რომელიც იყო საჭირო ამ წესის აღსასრულებლად, სრულად შეივსება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რეკომენდებული პროექტები: