"საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" ათი წლის იუბილეს ზეიმობს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" ათი წლის იუბილეს ზეიმობს image

"საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" ათი წლის იუბილეს ზეიმობს

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

წელს "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" ათი წლის იუბილეს ზეიმობს. მარათონი კვირას, 20 სექტემბერს, კუს ტბაზე შედგება. გაიმართება 5კმ სირბილის ტური და 2კმ მსვლელობა.

მარათონის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება ძუძუს კიბოს შესახებ და მოიპოვოს თანხები, რათა უფრო მეტი ქალბატონი იქნას გამოკვლეული და განკურნებული.

რეგისტრაცია უფასოა, მაგრამ დარეგისტრირებულებს შეუძლიათ გაიღონ თანხა შემოწირულობის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება ძუძუს კიბოს შესახებ განათლებისა და სკრინინგის საჭიროებებისათვის.

ძუძუს კიბო, ქალთა შორის კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა და ქართველ ქალთა შორის სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველია.

"საქართველოს მართონი სიცოცხლის გადასარჩენად" ტარდება ყოველწლიურად და ორგანიზებულია კავშირ “ჰერას”, სუზან კომენის ფონდის, USAID, JSI და ეროვნულის კრინინგცენტრის მიერ.

მარათონის განრიგი:

11:00 მონაწილეთა რეგისტრაცია
12:00 სირბილის ტურის დასაწყისი
12:30 სიარულის ტურის დასაწყისი
13:00 ცერემონია

რეკომენდებული პროექტები: