ჭეშმარიტი ქველმოქმედება გულიდან მოდის! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჭეშმარიტი ქველმოქმედება გულიდან მოდის! image

ჭეშმარიტი ქველმოქმედება გულიდან მოდის!

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

“რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“ - მე-12 საუკუნეში დაწერილი შოთას ეს გენიალური სიტყვები, დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. დიახ, ქველმოქმედება ერთადერთი „ტერიტორიაა“, სადაც ადამიანები არ ცდილობენ საკუთარი ამბიციების რეალიზებას და მხოლოდ მოყვასის თანადგომით და დახმარებით არიან დაკავებულნი!  დღეს გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენი ფონდის ძველ გულშემატკივარს - კომპანია „NAVNE“-ს, მის შესანიშნავ ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ! ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს მათ დიდი საჩუქარი გაუკეთეს - 100 ერთეულზე მეტი ზაფხულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექცია!

ჩვენი ბავშვები ძალიან გახარებულნი არიან ამ საჩუქრით. ისინი იმდენად მოიხიბლნენ, რომ  ვერ მალავდნენ  აღტაცებას და მხიარული შეძახილებით ერთმანეთს „ეჯიბრებოდნენ“  თუ ვის უფრო მეტად უხდება ახალი მაისური და კედი.   

კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა კომპანია „NAVNE“-ს.

მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ ტანსაცმელი შესწიროთ მცირე საოჯახო ტიპის სახლებს, ჩვენი კარი მუდამ ღიაა თქვენთვის! თქვენ შეგიძლიათ ასევე გაიღოთ ფინანსური დახმარება და თანხა გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მცირე საოჯახო ტიპის სახლები) ან ჩარიცხოთ თანხა პირდაპირ ჩვენი საიტიდან.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo gl/GY2Gus).



რეკომენდებული პროექტები: