ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ! image

ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ!

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

ადამიანები არა მხოლოდ ფინანსურად ეხმარებიან ბენეფიციარებს, არამედ სხვა მნიშვნელოვან მხარდაჭერასაც უწევენ. და ამას მთელი გულით  და თანაგრძნობით აკეთებენ. უმეტესობას სურს დარჩეს ინკოგნიტო. ჩვენ კი გვინდა მათზე მოგიყვეთ, რადგან ისინი ბევრისთვის სიკეთის მაგალითი შეიძლება გახდნენ.
ანა ბ. ერთ-ერთი ჩვენი ქველმოქმედია. მან ფონდის და ჩვენი დღის ცენტრის შესახებ ფეისბუკის გვერდიდან შეიტყო. მეორე დღესვე ანამ უამრავი ტანსაცმელი და სათამაშოები მოგვიტანა. ასე გავიცანით ეს შესანიშნავი ქალბატონი. 
ანას ორი ბიჭი ჰყავს - 10 გუგა და 7 წლის ლუკა.  მან შეაგროვა ყველა ის ნივთი, რომელიც მათ დაუპატარავდა და გადასცა ჩვენს ბენეფიციარს მარტოხელა დედას. მაშინ ანამ გაიგო ქალის სხვა გაჭირვების შესახებაც. მარტოხელა დედის ოთხი წლის შვილი ბექა ვერ ლაპარაკობს. დედას იმედიც არ ჰქონდა, რომ ვინმე ბავშვს ვინმე უშველიდა. 
ხშირად ბედი მოულოდნელ საჩუქრებს გვიმზადებს!  აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქველმოქმედი პროფესიით ლოგოპედია.  ანამ მიუხედავად თავისი დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, გადაწყვიტა დახმარებოდა ბავშვს. მარტოხელა დედას ბექა კვირაში ორჯერ დაჰყავდა ლოგოპედთან. ანა საათობით მეცადინეობდა ბავშვთან, მან სამთვიანი კურსი ჩაუტარა ბექას - ბგერების დამუშავება, მასაჟი, სპეციალური ვარჯიშები...   
მეგობრებო, კურსის დასასრულს ნამდვილი სასწაული მოხდა!  ბავშვმა პირველად გარკვევით ალაპარაკდა! ბექას დედა სიხარულისგან ატირდა! ანაც ტიროდა - „ასეთი ბედნიერი მე ჯერ არ ვყოფილვარ“, - გვითხრა მან ბოლოს.
-  მთელი გულით მჯეროდა, რომ ჩემი შრომა და გამოცდილება შედეგს გამოიღებს.  მე თავიდანვე ავღნიშნე, რომ ბექა გონებრივად არ არის ჩამორჩენილი. ის ჭკვიანი ბავშვია. უბრალოდ მას მეტყველების პრობლემა ჰქონდა, მას უფრო მჭიდრო კონტაქტი სჭირდებოდა სხვებთან. დედამ ხშირად და ბევრი უნდა წაუკითხოს ბავშვს. ახლა ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ! 
სამი თვის ურთიერთობის შემდეგ ანა და ბექა  დამეგობრდნენ.  ანამ ვერ შესძლო ბიჭთან და მის დეიდასთან განშორება და ახლა ხშირად მოდის მათ მოსანახულებლად ჩვენს დღის ცენტრში. ანამ თავისი შვილებიც მოიყვანა ბექას გასაცნობად. ბიჭები ეთამაშებიან მას. 
მეგობრებო, ასეთი ისტორიები ჩვენთან არ არის იშვიათი!
ამ სასწაულებს თქვენ ქმნით სიკეთით და მოწყალებით! 
შემოგვიერთდით და დაეხმარეთ ჩვენს ბენეფიციარებს თქვენც! ასე სამყარო ბევრად უფრო სამართლიანი გახდება! 
ფულის გადარიცხვა შესაძლებელია ფონდის ანგარიშებზე GE15TB7194336080100003  ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი) 
ან პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/196-daycenter/?utm_source=facebook&utm_medium=post&utm_campaign=infopost  .
გადახდა შესაძლებელია ასევე ტერმინალებით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay – აირჩიეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ ჩვენი ფონდი. 

რეკომენდებული პროექტები: