დემირელის კოლეჯის სტუდენტები სტუმრად ჩვენს ბავშვებთან - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

დემირელის კოლეჯის სტუდენტები სტუმრად ჩვენს ბავშვებთან image

დემირელის კოლეჯის სტუდენტები სტუმრად ჩვენს ბავშვებთან

წლის წინ
სიახლეები

მცირე საოჯახო ტიპის სახლში ახალმა წელმა ნამდვილი ზარ-ზეიმით ჩაიარა. ბავშვებს ძალიან ბევრი ცნობილი და საინტერესო სტუმარი ეწვია. პატარები უამრავი საჩუქრით გაანებივრეს, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ახალი მეგობრები და საზეიმო განწყობაა. ახალი წელი ბავშვებისთვის ახალი იმედებისა და ახალი სიხარულის პერიოდია, რაც ჩვენს სახლში განსაკუთრებით იგრძნობოდა. მოხალისეების საჩუქრებისა და ბავშვების აქტიურობის წყალობით სახლი სრულად გაფორმებულია საახალწლო სათამაშოებით, ბუშტებითა და ფერადი განათებით, რაც განსაკუთრებული საზეიმო ვითარების საწინდარი გახდა.

ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ ყველაზე ძვირფასი და სასურველი საჩუქრები ახალი მეგობრები და მხიარული განწყობაა. სწორედ ასეთი სიურპრიზით ესტუმრნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლს დემირელის კოლეჯის სტუდენტები. ისინი ბავშვებისათვის საყვარელი დისნეის პერსონაჟების ფორმაში გადაცმულები გამოვიდნენ და ძალიან სახალისო წარმოდგენა გამართეს. პატარების ჟრიამულსა და აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა.

„სოციალური პარტნიორობა“ დიდ მადლობა უხდის დემირელის კოლეჯის სტუდენტებს გამოჩენილი ინიციატივისათვის და  ესეთი თბილი დამოკიდებულებისათვის ბავშვების მიმართ.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help