„შინმოვლის პროგრამის“ 500 პაციენტიდან 14 უსინათლოა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„შინმოვლის პროგრამის“ 500 პაციენტიდან 14 უსინათლოა image

„შინმოვლის პროგრამის“ 500 პაციენტიდან 14 უსინათლოა

წლის წინ
სიახლეები
„შინმოვლის პროგრამის“ პაციენტების რიცხვი მცირე დროში 150 ადამიანით გაიზარდა. ესენი არიან ხანდაზმული სახლს ან საწოლს მიჯაჭვულები ადამიანები, რომელთაც ზრუნვა და პატრონობა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

კვალიფიციური ექთნები და მათი თანაშემწეები მწოლიარე ავადმყოფებს მათივე სახლებში სათანადო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. ჩვენს ბენეფიციარებს ყოველდღიურად ვუზრუნველყობთ ქველმოქმედების მიერ შეძენილი აუცილებელი მედიკამენტებით, საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საშუალებებით.

ყველაზე მეტად აღსანიშნავია, რომ ფონდის პაციენტებში არის 14 უსინათლო, რომელთათვისაც გარე სამყაროსთან ურთიერთობა მოგეხსენებათ ყველაზე მეტად რთულია და ჩვენი ექთნები მათ ეხმარებიან მათი პრობლემების გადაჭრასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

თუ თქვენ ფლობთ ინფორმაციას მარტოხელა მზრუნველობას მოკლებულ ადამიანზე, რომელსაც შინ დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე. ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით!

ფონდ „სოციალური პარტნიორობის“  მისამართია: საქართველო, ვაზისუბნის ქ. 88ა, თბილისი

მოხარული ვიქნებით გიხილოთ ჩვენს ოფისში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ტელეფონი: +995 32 219 33 21
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: