ჯანსაღი ცხოვრების წესი მცირე საოჯახო ტიპის სახლში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჯანსაღი ცხოვრების წესი მცირე საოჯახო ტიპის სახლში image

ჯანსაღი ცხოვრების წესი მცირე საოჯახო ტიპის სახლში

წლის წინ
სიახლეები
„სოციალურმა პარტნიორობამ“ 2013 წლის 28 მაისს მცირე საოჯახო ტიპის სახლი გახსნა. ეს მსგავსი ტიპის პირველი სახლია საქართველოში, რომელიც ყველა ევროპულ სტანდარტს შეესაბამება. აქ სახლი მშობელთა მზრუნველობას მოკლებულმა ბავშვებმა თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან დაიმკვიდრეს. აღსაზრდელები 24 საათის მანძილზე გარემოსილი არიან მასწავლებელთა და აღმზრდელთა ზრუნვითა და სითბოთი. მათთვის შექმნილია კომფორტული პირობები ცხოვრებისა და სწავლისათვის. ფონდი ცდილობს, რომ ბავშვებს მისცეს საუკეთესო განათლება და ამისთვის მათ გაძლიერებულად ამზადებს სხვადასხვა საგნებში.

თუმცა ნათქვამია, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო. სწავლის გარდა, ბავშვის სწორი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიში და სპორტულ ფორმაში ყოფნა. ფონდი ამ მიმართულებითაც არ აკლებს ბავშვებს ყურადღებას. უკვე რამდენიმე თვეა ჩვენი პატარები აქტიურად დადიან ტანვარჯიშზე და აქვთ მნიშვნელოვანი წარმატებებიც. დღეს ისინი შეჯიბრისთვის ემზადებიან და ახალ საინტერესო ილეთებს სწავლობენ.

ტანვარჯიშის გარდა, ფიზიკური აქტივობის კუთხით ასევე აღსანიშნავია, რომ ბავშვები დადიან ქართულ ცეკვაზე, ბიჭებს კი აქვთ საკუთარი ფეხბურთის გუნდი სახელად „ფეოლა“.
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: