ადამიანის მოვლა – ეს ხელოვნებაა! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ადამიანის მოვლა – ეს ხელოვნებაა! image

ადამიანის მოვლა – ეს ხელოვნებაა!

წლის წინ
სიახლეები

ადამიანის მოვლა – ეს ხელოვნებაა, რომლის დაუფლება ყველას არ შეუძლია. კეთილი გულის გარდა, ექთანს უცხო ადამიანის დარდის გაზიარება და მისი პრობლემების გულთან ახლოს მიტანა უნდა შეეძლოს. ჩვენი ფონდის ექთნები, ზოგჯერ მარტოხელა პაციენტებისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ხდებიან.

მეგობრებო, გვინდა გაგაცნოთ ქალბატონი ელზა ქსოვრელი, ჩვენი ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამის ექთანი, რომელიც ფონდის დაარსების დღიდან მუშაობს „სოციალურ პარტნიორობაში“ და ოთხი წლის განმავლობაში უამრავ პაციენტს შეუმსუბუქა ცხოვრება.

„ხალხის დახმარება – ჩემი მისიაა, ალბათ ამისთვის დავიბადე“ – ამბობს ელზა. „ადრე გავთხოვდი და 15 წლიდან ვუვლი მეუღლის დედას, რომელიც იმ დროს უკვე საწოლს იყო მიჯაჭვული. ამან გადამაწყვეტინა, პროფესიული ექთანი გავმხდარიყავი და სამედიცინო ტექნიკუმში ჩავაბარე“

ელზა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ცხოვრებას ასეთ მძიმე სამუშაოს მიუძღვნიდა მაგრამ უკვე 25 წელია უვლის როგორც თავისი ოჯახის წევრებს ასევე სრულიად უცხო ადამიანებსაც, რომლებიც დროთა განმავლობაში მისი ახლობლები ხდებიან.

„თუ ცხოვრების დაწყება თავიდან მომიწევს, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი, როდესაც ვხედავ შედეგს, როდესაც ვხედავ თუ როგორ იწყებს სიარულს პაციენტი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, რომელიც წლების განმავლობაში უმოძრაო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა შეიძლება ამაზე უკეთესი იყოს, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა“.

ელზა, მადლობა რომ ჩვენი გუნდის წევრი ხარ, მადლობა, რომ ჩვენს ბენეფიციარებს მომავლის იმედს აძლევ და მათ ცხოვრებას უმსუბუქებ!



©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: