მეგობრებო, თქვენ ცვლით ყველასაგან დავიწყებული ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეგობრებო, თქვენ ცვლით ყველასაგან დავიწყებული ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ! image

მეგობრებო, თქვენ ცვლით ყველასაგან დავიწყებული ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ!

წლის წინ
სიახლეები
მეგობრებო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ცვლით გაჭირვებული, მარტოხელა და ყველასაგან დავიწყებული ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ! 
ჩვენი ფონდის ბენეფიციარის მარიამ მარზაშვილის მძიმე ისტორიამ გულგრილი ვერავინ დატოვა. (https://goo.gl/KddEX1) 
ქალბატონი მარიამისთვის, ჩვენი ფონდის ანგარიშზე 798 ლარი ჩაირიცხა. ამ თანხით ჩვენ მას სარეცხი მანქანა ვუყიდეთ, რომელზეც ის ყოველთვის ოცნებობდა. ასევე დარჩენილი თანხით შევიძინეთ თეთრეული, სამზარეულოს ინვენტარი და საკვები პროდუქტები.
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერი იყო ქალბატონი მარიამი! მას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ეს საჩუქრები მას ეკუთვნოდა! თვალცრემლიანი გვეკითხებოდა „ნუთუ ეს ყველაფერი ჩემია?“
შეხედეთ ამ ფოტოებს, მარიამის უდიდესი ბედნიერება და სიხარული თქვენი დამსახურებაა! დიდი მადლობა ამისთვის! 
თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ქალბატონ მარიამს კიდევ ერთხელ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: მარიამ მარზაშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/120/ 



©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: