ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დახმარება აჩიკო ბაირამოვს

ფონდის სიახლეები
წლის წინ
მეგობრებო, ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩვენ ბენეფიციარების დახმარებაში იღებთ მონაწილეობას. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა ამ ადამიანებისათვის!

ამჯერად, თქვენ აჩიკო ბაირამოვს აღმოუჩინეთ დახმარება – ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ავარიაში მოხვდა, ძლივს გადარჩა და ახლა მას ჩვენი დახმარება სჭირდება!  (https://fsp.ge/ge/projects/125-achikobairamov/)

სტატიის გამოქვეყბენების შემდეგ, ფონდის ანგარიშზე თქვენ ჩარიცხეთ 689 ლარი! ამ თანხით აჩიკოსთვის პროდუქტები, წამლები,  ტრაქეოსტომის და გასტროსტომის კათეტერები ვუყიდეთ. 

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც აჩიკოს სპეციალური ფუნქციური საწოლი უსასყიდლოდ გადასცა და იმ საწოლის გადასახადი დაუფარა, რომელიც აჩიკოს ოჯახს ქირით ჰქონდა გამოტანილი. თქვენ დიდ პატივისცემას იმსახურებთ!

ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ  შპს „პერის“@Pery / პერი რომელმაც აჩიკოსთვის სველი ხელსახოცების ერთი შეკვრა მოგვცა. 

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ აჩიკოს კიდევ ერთხელ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: არჩილ ბაირამოვი) ან  პირდაპირ ვებ-გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/125/

ერთად უკვე ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და გვჯერა, რომ შევძლებთ აჩიკოსაც დავუბრუნოთ ჯანმრთელობა!  




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

რეკომენდებული პროექტები: