მარტოხელა პროფესორი დავით შარვაშიძე თქვენი ყურადღებით უზომოდ ბედნიერია. - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მარტოხელა პროფესორი დავით შარვაშიძე თქვენი ყურადღებით უზომოდ ბედნიერია. image

მარტოხელა პროფესორი დავით შარვაშიძე თქვენი ყურადღებით უზომოდ ბედნიერია.

წლის წინ
სიახლეები

მეგობრებო! ჩვენი ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი, მარტოხელა პროფესორი დავით შარვაშიძე თქვენი ყურადღებით უზომოდ ბედნიერია. მისი ისტორია ბევრმა თქვენგანმა გულთან ახლოს მიიტანა. ეს არის ისტორია ადამიანზე, რომლის ცხოვრებაც ერთმა წამმა შეცვალა. (https://goo.gl/oZBq3g)

ფონდის ანგარიშზე პირველად თქვენ ჩარიცხეთ 475 ლარი. ამ თანხით ბატონ დავითს ახალი ეტლი, საჭირო მედიკამენტები და პროდუქტები შევუძინეთ.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, თქვენ ისევ გაგიჩნდათ ბატონი დავითის დახმარების სურვილი და ამჯერად ანგარიშზე 580 ლარი ჩარიცხეთ! ამ თანხით ჩვენ შევიძინეთ პროდუქტები, წამლები, ხელჯოხი და თმის საკრეჭი მანქანა. 

ასევე 210 ლარი გადავრიცხეთ საოჯახო სამზარეულოში,საიდანაც ბატონ დავითს ყოველ დღე ერთი თვის განმავლობაში ცხელ კერძებს მიუტანენ! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა სიხარული მიანიჭეთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანს.

თუ გაგიჩნდებათ სურვილი კვლავ დაეხმაროთ მარტოხელა პროფესორს, თანხა ჩარიცხეთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: დავით შარვაშიძე) ან პირდაპირ საიტიდან  https://fsp.ge/ru/donate/103/.

დიდი მადლობა მეგობრებო, თქვენ ამ ადამიანს ცხოვრება შეუმსუბუქეთ!




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: