ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ 2015 წლის მუშაობის შედეგები

ფონდის სიახლეები
წლის წინ

2015 წელს ფონდის მიერ ათვისებულმა თანხამ შეადგინა 1 928 516 ლარი.

ფონდში მოქმედებდა 4 ძირითადი საქველმოქმედო პროგრამა:

1. სახლში მოვლა (თბილისელი მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული მაცხოვრებლების სახლში მოვლა)

წლის განმავლობაში სახლში მოვლის პროგრამის ფარგლებში დახმარება მიიღო 741 ბენეფიციარმა, რომელთაგან 10 ბავშვია.

ფონდის თანამშრომლებმა პაციენტებთან სახლში განახორციელეს 33 953 ვიზიტი , აქედან:

- მედდების 11 381 ვიზიტი;

- მედდების ასისტენტების 9 860 ვიზიტი;

- სოციალური მუშაკების 8 831 ვიზიტი;

- ექიმების 3 881 ვიზიტი.

წლის განმავლობაში პაციენტებს ჩაუტარდათ სულ 83 306 სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა, მათ შორის:

- 45 197 პრევენციული ღონისძიება (ნაწოლების, კონტაქტურების, კუნთების ატროფიის, თრომბოზების, პნევმონიის და ა.შ. წარმოშობის  თავიდან აცილება);

- 18 188 დიაგნოსტიკური პროცედურა (ოჯახის ექიმის, ნევროპათოლოგის, ქირურგის კონსულტაცია, სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი, მდგომარეობის მონიტორინგი, გლუკომეტრია და სხვა);

- 12 279 სამანიპულაციო ღონისძიება (ინიექციები, საშარდე ბუშტის კათეტერიზება, ოყნა, ცისტოსტომის მოვლა, ჭრილობის დამუშავება და გადახვევა, ნაკერების მოხსნა, სტომების|ზონდების მოვლა და სხვა);

- 7 642 სარეაბილიტაციო პროცედურები (მასაჟები, სამკურნალო ფიზკულტურა, იზომეტრიული და სუნთქვითი ვარჯიშები, შეზელვები და სხვა).

წლის განმავლობაში პაციენტებს სულ ჩაუტარდათ  25 117 სხვადასხვა ჰიგიენური პროცედურა და დამხმარე ღონისძიება, მათ შორის:

- 8 158 სახლში დახმარების ღონისძიება;

- 7 797 ნაწილობრივი დაბანა;

- 4 944 საფენების შეცვლა;

- 4 005 მთლიანი ან ნაწილობრივ გამოცვლაში დახმარება;

- 3 265 საწოლის თეთრეულის გამოცვლა;

- 2 351 თმის, ფრჩხილების მოვლა;

- 870 მსუქანი ადამიანების დაბანა;

- 765 ცხვირის, ყურების სანაცია;

- 670 გაპარსვა;

- 450 დახმარება საკვების მიღებაში.

წლის განმავლობაში სულ ჩატარდა სოციალური დახმარებისა და შუამავლობის  2 728 ღონისძიება (დახმარება დოკუმენტებით, რეცეპტების, ფორმა 100-ის  აღება და სხვა, სადილის მიტანა სოციალური სასადილოდან, პაციენტის თანხლება საავადმყოფოსა და სხვა დაწესებულებებში, კომუნალური გადასახადების გადახდა, პაციენტების დავალებით საჭირო ნივთების შეძენა, ხელისუფლების ორგანოებისთვის მიმართვა პაციენტებისთვის მათი კუთვნილი სახელმწიფო თუ მუნიციპალური დახმარების მისაღებად და სხვ.)

ფონდი უფასოდ უზრუნველყოფდა პაციენტებს მატერიალური დახმარებით:

- 571 ბენეფიციარს ყოველთვიურად მიეწოდებოდა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტები;

- 553 ბენეფიციარს ყოველთვიურად მიეწოდებოდა საკვები ულუფები;

- 534 ბენეფიციარს ყოველთვიურად მიეწოდებოდა საფენები და საგებლები;

- 505 ბენეფიციარს ყოველთვიურად მიეწოდებოდა ჰიგიენური საშუალებები.

წლის განმავლობაში ფონდი უფასოდ ანაწილებდა თავის ბენეფიციარებს შორის:

- 1 775 საკვები პროდუქტების ულუფებს  (წიწიბურა, ბრინჯი, შვრია, ზეთი, მარგარინი, ხორცისა და თევზის კონსერვები, ჩაი), რომლის საერთო წონამ შეადგინა 16 099,48 კგ., საერთო თანხამ კი- 52 469,61 ლარი;

- 1 200 ჰიგიენური საშუალებების ნაკრები (საპონი, სარეცხი ფხვნილი, ტუალეტის ქაღალდი, ჭურჭლის სარეცხი საშუალებები და ღრუბელები) საერთო თანხით 8 053,00 ლარი;

- 4 789 საფენებისა და საგებლების შეკვრა საერთო თანხით 106 710,64 ლარი;

- 68 დასახელების მედიკამენტი, რომლებიც აუცილებელია საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის, მათ შორის: ჰიპოტენზიური, გულის, ანტიბიოტიკური, ანტიეპილეპტიკური საშუალებები, ვენოტონიკები და სხვა) საერთო თანხით  100 538,76 ლარი.

სახლში მოვლის საერთო ბიუჯეტმა 2015 წელს შეადგინა  743 525 ლარი.

2. ბავშვთა სახლი თბილისში.

ბავშვთა სახლში 2015 წლის განმავლობაში ცხოვრობდა 10 ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მთელი საქართველოდან. ამ ბავშვების მშობლებელთა უფლებები შეზღუდულია ან ჩამორთმეულია. 

ბავშვები იღებენ სრულფასოვან ოთხჯერად კვებას, უზრუნველყოფილი არიან ახალი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სასკოლო ნივთებით. ბავშვები დადიან ცეკვის და ტანვარჯიშის წრეებზე, დამატებით მეცადინეობენ ინდივიდუალურ რეპეტიტორებთან მათემატიკაში, ქართულ, ინგლისურ და რუსულ  ენებში. ზაფხულობით, ერთი თვის განმავლობაში ბავშვები ისვენებდნენ ზღვაზე ქობულეთში.

თბილისის ბავშვთა სახლის საერთო ბიუჯეტმა 2015 წელს შეადგინა 226 240 ლარი.

3. ბავშვთა პანსიონი ქობულეთში

ბავშვთა პანსიონში 2015 წელს ცხოვრობდა 20 ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.

ბავშვები იღებენ სრულფასოვან ოთხჯერად კვებას, უზრუნველყოფილი არიან ახალი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სასკოლო ნივთებით.  ბავშვები დადიან ფეხბურთის სექციაში და მუსიკალურ სკოლაში, დამატებით მეცადინეობენ ინდივიდუალურ რეპეტიტორებთან მათემატიკაში, ქართულ, ინგლისურ და რუსულ  ენებში. ბავშვთა პანსიონის ბავშვებთან მუშაობს მოწვეული ფსიქოლოგი.

ქობულეთის ბავშვთა პანსიონის საერთო ბიუჯეტი 2015 წელს შეადგენდა 238 352 ლარს.

4. დახმარება მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

2015 წლის განმავლობაში ფონდი ეხმარებოდა 70 ბავშვს მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფონდი ყოველთვიურად ურიცხავდა ოჯახებს 100 ლარს თითოეული ბავშვისთვის. ამ თანხით ოჯახები ყიდულობდნენ საკვებ პროდუქტებს, მედიაკმენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სასკოლო ნივთებს.

ფონდის დახმარების წყალობით ბავშვებმა სრულფასოვანი კვება დაიწყეს, რეგულარულად დადიან სკოლაში და ვითარდებიან.

პროგრამის „დახმარება მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს“ საერთო ბიუჯეტი შეადგენს 57 600 ლარს.

ამის გარდა ფონდი ერთჯერად დახმარებას წევს  ზემოხსენებული საქველმოქმდეო ფარგლებს გარეთაც:

1. ფინანსური დახმარება გაეწია ქ. თბილისში 2015 წლის ივნისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად  დაზარალებულებს 100 000 ლარის ოდენობით.

2. სამხედრო მოსამსახურეებისა და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა  ოჯახების 62 ბავშვისთვის დასვენების ორგანიზება ქობულეთში, რომლის ბიუჯეტია 25 800 ლარი.

3. პროდუქტების ნაკრებები 520 აჭარის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საერთო ბიუჯეტით 8 540 ლარი.

4. ქობულეთში გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის აღდგენისთვის თანხის გადარიცხვა 7 000 ლარის ოდენობით.


რეკომენდებული პროექტები: