ანგარიში გარიკ უზუნიანის დახმარების შესახებ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ანგარიში გარიკ უზუნიანის დახმარების შესახებ image

ანგარიში გარიკ უზუნიანის დახმარების შესახებ

წლის წინ
სიახლეები

მეგობრებო, მარტოხელა, ყველასგან დავიწყებული ადამიანისთვის ნებისმიერი სახის დახმარება, რომელიც მას ცხოვრებას უმსუბუქებს - ეს დიდი სიხარულია. თქვენი გულისხმიერებით ზუსტად ასეთი ბედნიერება მოუტანეთ ჩვენი ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარს, გარიკ უზუნიანს.

მისი ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ, თქვენ მის დასახმარებლად ფონდის ანგარიშზე 1033 ლარი ჩარიცხეთ. ამ თანხით ჩვენ მისთვის შევიძინეთ ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, გლუკომეტრი, თეთრეულის ორი კომპლექტი, ჰიგიენური საფენები და მედიკამენტები, რომლებიც მის ტკივილებს შეამსუბუქებს და ნაწოლების შეხორცებას შეუწყობს ხელს.

ასეთი ყურადღებისგან გარიკამ ემოციები ვერ დამალა და სიხარულისგან ატირდა... იგი მთელი გულით დიდ მადლობას მოგახსენებთ გაწეული დახმარებისთვის და ჯანმრთელობას გისურვებთ!

თუ გაქვთ საშუალება კვლავ გაუწოდოთ დახმარების ხელი გარიკას, რომელიც თავის დროზე უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გარიკ უზუნიანი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/136/

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: