"სოციალური პარტნიორობა" თბილისში მიუსაფარ ადამიანთათვის ცენტრის გახსნას გეგმავს. - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"სოციალური პარტნიორობა" თბილისში მიუსაფარ ადამიანთათვის ცენტრის გახსნას გეგმავს. image

"სოციალური პარტნიორობა" თბილისში მიუსაფარ ადამიანთათვის ცენტრის გახსნას გეგმავს.

წლის წინ
სიახლეები

მეგობრებო, ჩვენი ფონდი "სოციალური პარტნიორობა" გეგმავს თბილისში მიუსაფარ ადამიანებისთვის ცენტრის გახსნას.

ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგანაც ვხედავთ რა საშინელ მდგომარეობაშია უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, რომელთაც დაკარგეს საცხოვრებელი და ქუჩაში აღმოჩდნენ! ალბათ თქვენ არაერთხელ შეგიმჩნევიათ მოხუცები, რომლებიც ნაგვის ურნებში მორიდებით ეძებენ საკვებს.

გული გვიკვდება, როცა ვხედავთ, რომ ჩვენს გვერდით უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ადრე მუშაობდნენ. მათ შორის არიან დამსახურებული მასწავლებლები, მშენებლები, ინჟინრები... მაგრამ სხვა და სხვა მიზეზის გამო ისინი ქუჩაში დარჩნენ და ახლა მათზე არავინ ზრუნავს!

ნებისმიერ ადამიანს, ვინც ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, შეუძლია მოვიდეს ჩვენი დახმარების ცენტრში!

აქ ყველა გაჭირვებულ ადამიანს შეუძლია მიიღოს ცხელი სადილი, გათბეს, იბანაოს, გარეცხოს ტანსაცმელი, შეიჭრას თმა, შეაკეთებინოს ფეხსაცმელი ხელოსანს, გაიაროს პირველადი სამედიცინო შემოწმება და მიიღოს ყველაზე საჭირო მედიკამენტები, გაიაროს კონსულტაციები იურისტთან.

ჩვენმა ფონდმა მიმართა თბილისის მერიას დახმარების ცენტრის განსათავსებლად ფართის გამოყოფის თხოვნით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ქალაქის მმართველობა მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას!

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: