ანგარიში ვეკუების ოჯახის დახმარების შესახებ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ანგარიში ვეკუების ოჯახის დახმარების შესახებ image

ანგარიში ვეკუების ოჯახის დახმარების შესახებ

წლის წინ
სიახლეები

მეგობრებო, ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის ისტორიამ, რომელიც ჩვენი, „ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის“ მზრუნველობის ქვეშ იმყოფება, გულგრილი ვერავინ დატოვა. (https://fsp.ge/ge/projects/151-vekua/) მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რუსლანი მარტო ზრდის 7 მცირეწლოვან ბავშვს. მას არ შეუძლია მუშაობის დაწყება, რადგან მთელ დროს ბავშვებთან ატარებს.

ამ ოჯახს უამრავი ადამიანი დაუდგა გვერდში. მათ პროდუქტებით, ტანსაცმლით, სათამაშოებით და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარნენ. ჩვენი ფონდის ანგარიშზე კი ვეკუებისთვის  2 160 ლარი ჩაირიცხა. ამ თანხით მათ სარეცხი მანქანა ვუყიდეთ, რომ პატარა ლიკას და–ძმის ტანსაცმელი ხელით აღარ ერეცხა. ასევე შევიძინეთ სამზარეულოს ტექნიკა, სასკოლო ნივთები, პროდუქტები და რაც ყველაზე მთავარია ავასრულეთ პატარების დიდი ხნის ოცნება და მათ ძროხა ვაჩუქეთ! ახლა მათ ყოველთვის ექნებათ რძე მაწვნისა და ყველის დასამზადებლად!

მეგობრებო! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერება აჩუქეთ ამ პატარებს! ისინი ასეთ საჩუქრებზე ვერც კი იოცნებებდნენ!

თუგაქვთ ფინანსური საშუალება  კიდევ ერთხელ აღმოუჩინოთ დახმარება ამ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვეკუების ოჯახი) ან პირდაპირ საიტიდან https://fsp.ge/ge/donate/151/

ერთად ჩვენ შეგვიძლია მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანების დახმარება და მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა!

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: