ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ანგარიში მარინა კაპანაძის დახმარების შესახებ

ფონდის სიახლეები
ერთი წლის წინ

მეგობრებო, ცოტა ხნის წინ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარის – მარინა კაპანაძის შესახებ გიამბეთ. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

ქალბატონ მარინას ვერც კი წარმოედგინა, თუ მის დასახმარებლად ამდენი უცხო ადამიანი გაერთიანდებოდა!

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მის სახელზე, ჩვენი ფონდის ანგარიშზე 1 094 ლარი შეგროვდა. ამ თანხით ჩვენ მისთვის საწოლი შევიძინეთ, რადგან მას ძველ დამტვრეულ დივანზე უხდებოდა ძილი. ასევე ვიყიდეთ გამათბობელი, სკამი–უნიტაზი, პატარა მაცივარი და ბლენდერი, რადგან გადატანილი ინსულტის შემდეგ მას ძალიან უძნელდება ღეჭვა.

მეგობრებო, დიდი მადლობა დახმარებისთვის! რომ არ დარჩით გულგრილი უცხო ადამიანის პრობლემების მიმართ და დახმარების ხელი გაუწოდეთ მას!

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ქალბატონ მარინას კიდევ ერთხელ თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარინა კაპანაძე) ან გადაიხადოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://fsp.ge/ge/donate/155/