მადლობა სიკეთისთვის და გულისხმიერებისთვის! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მადლობა სიკეთისთვის და გულისხმიერებისთვის! image

მადლობა სიკეთისთვის და გულისხმიერებისთვის!

წლის წინ
სიახლეები
ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ 12 მაისს მსოფლიოში ექთნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს დაიბადა ფლორენს ნაიტინგეილი, ბრიტანელი მოწყალების და, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმეს. სამწუხაროა, რომ საუბრისას აღარ ვიყენებთ ტერმინს „მოწყალების და“. არა და ეს სიტყვა ყველაზე ნათლად გამოხატავს იმ საქმის არსს, რომელსაც ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლები ყოველდღიურად ეწევიან დასვენებების და დრესასწაულების გარეშე უკვე 5 წლის განმავლობაში. ისინი 600 ადამიანს უვლიან, რომლებსაც აუტანელ პირობებში ცხოვრობენ!
ჩვენი ექთნები ყველაზე კეთილშობილები, კომუნიკაბელურები და გულისხმიერები არიან. მიღება. მართალია პროფესიონალიზმი ამ საქმის აუცილებელი პირობაა, მაგრამ პირველ ადგილას, მაინც ადამიანური თვისებები დგას.
უდიდესი პატივისცემით ნიშნად ჩერნოვეცკის ფონდმა ექთნებისთვის დღესასწაული მოვაწყვეთ! ისინი ამას იმსახურებენ!
გვიხარია, რომ ჩვენი გუნდის წევრები ხართ, დიდი მადლობა, რომ რომ ყველა პაციენტის ტკივილი და პრობლემა გულთან ახლოს მიგაქვთ, უმსუბუქებთ მათ ტანჯვას და განსაცდელს! თქვენ ჩვენი მარტოხელა ბენეფიციარების გადარჩენის ერთადერთი იმედი ხართ და მათ ცხოვრებას აზრს აძლევთ! <3
ჩვენი დღესასწაული ვერ შედგებოდა, თუ არა ის ადამიანები და კომპანიები, ვინც გვერდში დაგვიდგნენ და ერთი ჩვეულებრივი დღე დღესასწაულად აქციეს!
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გასართობ ცენტრს „კოპალას“ რომელიც წყნეთში მდებარეობს. „კოპალას“ შესანიშნავი გარემო და კეთილგანწყობილი პერსონალი ამ დღეს უფრო ალამაზებდნენ!
„ივ როშემ“ გოგონები თავისი არაჩვეულებრივი პროდუქციით დააჯილდოვა.
მაღაზიათა ქსელმა „ნავნემ“ ექთნებს თავის მოვლის საშუალებები გადასცა.
თუმანიშვილის სახელობის კინომხასიობთა თეატრისგან საჩუქრად ბილეთები მივოღეთ.
საცურაო აუზისგან „დიღომი 2008“–სგან კი აუზის აბონიმენტები.
კომპანია „ედელვეისი“ ფონდის თანამშრომლებს ზღაპრული ფურშეტით გაუმასპინძლდა.
ღვინის გალერეამ კი სადღესასწაულო სუფრისთვის „ქინძმარაული“ და „წინანდალი“ გვაჩუქა.
საღამო დააგვირგვინა უგემრიელესმა და უმშვენერესმა ტორტმა კაფე–საკონდიტრო „ლე გატოსგან“
მადლობა მეგობრებო, თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ კეთილი საქმეების კეთება და ადამიანების გახარება ადვილია და ძალიან სასიამოვნოა!

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: