ჩერნოვეცკის ფონდმა ბავშვებს დღესასწაული მოუწყო! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის ფონდმა ბავშვებს დღესასწაული მოუწყო! image

ჩერნოვეცკის ფონდმა ბავშვებს დღესასწაული მოუწყო!

წლის წინ
სიახლეები

ჩერნოვეცკის ფონდს ყოველ დღე სოციალურად დაუცველი ოჯახები სტუმრობენ. ბავშვები ამ ოჯახებიდან ყველანაირ სიხარულს არიან მოკლებულნი და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მშობლებს არ შეუძლიათ თავიანთი შვილების ელემენტარული მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ. ზოგჯერ ბავშვებს უბრალო პური ენატრებათ, ხოლო საჩუქრებზე და დღესასწაულების მოწყობა მათთვის ზედმეტი ფუფუნებაა. ზოგიერთ მათგანს ნაყინიც კი არასოდეს გაუსინჯავს!

ზუსტად ამ ბავშვებს ჩვენ დიდი სიურპრიზი მოვუწყეთ! დილიდან ჩვენი ფონდის ოფისი მხიარული კისკისით და ბედნიერი შეძახილებით აივსო.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ „funBus”-ის მხიარულ გუნდს, მათ ჩვენი პატარების გართობაზე და გულიან სიცილზეიზრუნეს. თამაშით გული რომ იჯერეს, ბავშვებს გემრიელი, სპეციალურად მათთვის შექმნილი ხილის დესერტით გავუმასპინძლდით. კომპანია „თოლიამ“ ბავშებს ნაყინი აჩუქა. ბავშვების სიხარულს საზღარია რ ჰქონდა. მათ ხომ ასე ცოტა რამ სჭირდებათ სრული ბედნიერებისთვის, ჩვენ კი ყოველთვის ვცდილობთ მათი ყოველდღიური ნაცრისფერი ყოფა გავაფერადოთ და დასამახსოვრებელი გავხადოთ.

მათი გახარებული სახეები ჩვენც გვაბედნიერებს – ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მათ, ვინც ჩვენი ფონდის პროექტებს უჭერთ მხარს – სიკეთის კეთება ერთად უფრო ადვილია!!!


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: