ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თქვენ როგორ მოიქცეოდით, მათი დახმარება რომ შეგეძლოთ?

ფონდის სიახლეები
ერთი წლის წინ

ჩერნოვეცკის ფონდი ხშირად მიმართავს კლინიკების ხელმძღვანელობას თხოვნით, უფასოდ უზრუნველყონ ექიმის ვიზიტი  ფონდის ყველაზე შეჭირვებულ ბენეფიციარებთან. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც კლინიკის გულისხმიერი ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უაღრეს გაჭირვებაში და უძლურებაში მყოფ ადამიანებს ცხოვრება შეუმსუბუქონ!

მაგრამ სამწუხაროდ უარსაც ხშირად გვეუბნებიან... ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ექიმისთვის სულ ერთი იყოს სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის ბედი! მართლა არ გვესმის... მაგრამ უარესი შემთხვევებიც გვქონია, ზოგი ექიმი ჩვენს თხოვნას პასუხის ღირსადაც არ თვლის, ისინი უბრალოდ გვაიგნორებენ.

როდესაც ჩვენ გთხოვთ ვინმეს დაეხმაროთ, ჩვენ ამას ჩვენთვის არ ვაკეთებთ, ჩვენ არ გთხოვთ რამეს ჩვენი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ მათთვის ვაკეთებთ ამას, ვინც თავისით ვერ მოგაწვდენთ ხმას, ვისი გულისთვისაც არავინ შეწუხდება.

ჩერნოვეცკის ფონდი, სხვა უამრავი საქველმოქმედო პროექტის გარდა თბილისში 600–ზე მეტ ლოგინად ჩავარდნილ მარტოხელა ადამიანზე ზრუნავს. მათი უმეტესობა სრულიად უმწეო, საწოლს მიჯაჭვული მოხუცია. ზოგს ყველა ახლობელი გარდაეცვალა, ზოგი უბრალოდ მიატოვეს...

ისინი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, ხოლო ექიმთან მისვლაზე საუბარიც ზედმეტია... სპეციალისტის სახლში ვიზიტის თანხა რომ გადაიხადონ, პენსია არ ეყოფათ. მათ თვიდან თვემდე პენსია საკვების და წამლების  საყიდლადაც არ ჰყოფნით.

ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება ადამიანის ნებაა, ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ სიკეთე აკეთონ, ყველა ღმერთმა განსაჯოს.

თუ  გაქვთ სურვილი და საშუალება დახმარება აღმოუჩინოთ ჩვენი ფონდის უმწეო ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: შინ მოვლა)ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/197-home-care/


რეკომენდებული პროექტები: