მადლობა ბავსვების გახარებისთვის! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მადლობა ბავსვების გახარებისთვის! image

მადლობა ბავსვების გახარებისთვის!

წლის წინ
სიახლეები

ამ პატარას მშობლებს, სამწუხაროდ, არა აქვთ საშუალება შვილი რძის პროდუქტებით გაანებივრონ. იოგურტი და ხაჭო მათთვის აუსრულებელი ოცნებაა. 
ჩერნოვერცკის ფონდის უფასო სასადილო კი ცდილობს არ მოაკლოს ჩვენს პატარა ბენეფიციარებს რძის პროდუქტები, რაც ასე აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. 
ამ საქმეში მეტად დიდი როლი ენიჭება საწარმოო ოგანიზაციების თანადგომასა და დახმარებას! 
ამ დღეებში, ფრანგული კომპანია “Danone”–სწარმომადგენლობამ  საქართველოში  ხაჭოსა და იოგურტის 1700 კოლოფი გაიღო  ჩვენი ფონდის უფასო სასადილოსთვის. 
ასეთმა გულუხვმა საჩუქარმა დაამშვენა ჩვენი პატარა ბენეფიციარების მაგიდა, რომლებმაც სიამოვნებით მიიერთვეს “ რასტიშკას –ის  უგემრიელესი პროდუქცია. 
ჩვენ გულითად მადლობას ვუხდით ამ კომპანიას დახმარებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მის მაგალითს მიბაძავენ სხვა საწარმოებიც. 
თუ თქვენ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ჩვენს ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან   GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სასადილო) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/196-daycenter/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი. 

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: