ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის ფონდის საშობაო საქველმოქმედო საღამო

ფონდის სიახლეები
9 თვის წინ

წლის ბოლოს, ადამიანებს გვჩვევია განვლილი წელი შევაჯამოთ და ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებები გამოვყოთ, მომავალი წლისთვის გეგმები დავსახოთ.

პარლამენტის საგამოფენო დარბაზში გამართულ საშობაო საქველმოქმედო საღამო, რომელიც ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა გამართა, ორ მიზანს ემსახურებოდა – ფონდმა შეაჯამა განვლილი წელი და გაწეული დახმარებისთვის პარტნიორი ორგანიზაციები  დააჯილდოვა.

საღამოზე დაპატიჟებულები იყვნენ სხვადასხვა კომერციული ორგანიზაციების, ბანკების, წარმოებების და კომპანიების წარმომადგენლები, რომლებისთვისაც სულ ერთი არაა შეჭირვებული ადამიანების ბედი, რომელთა დახმარების წყალობით ათასობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.

„მოხარულები ვართ, რომ ამდენი ადამიანი გვენდობა, ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო. მადლობა, რომ ემსახურებით ქველმოქმედების დიდ იდეალებს, რომ  დიდი წვლილი შეგაქვთ ამ დიდ კეთილ საქმეში. მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი დავამარცხოთ შიმშილი და გაჭირვება საქართველოში, დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს დაძლიონ სიღარიბე და იცხოვრონ ადამიანურად“ – ამ სიტყვებით მიმართა ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა – ელენა პოლიშუკმა დამსწრე საზოგადოებას.

საღამოს წამყვანები დავით ქაცარავა და სოფია ხაჭაპურიძე იყვნენ. მათ აღნიშნეს, რომ ფონდი საქართველოში 5 გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს და ყოველდღიურად 7000–მდე ადამიანს უწევს სასიცოცხლო დახმარებას. გასული წლის მაისში ჩაშვებული სამი პროექტი – „სუფასო ასადილო“, „სოციალური პატრული“ და „დღის ცენტრი“  ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა და ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მოწვეულ სტუმრებს ჯილდოები და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. ისინი ვერ მალავდნენ აღტაცებას და ფონდთან თანამშრომლობის გეგმებს განიხილავდნენ.

საბინა ნარიევა  "ემბავუდი":  "ბედნიერი ვარ, რომ მომიწვიეს ამ საღამოზე, ჩერნოვეცკის ფონდთან თანამშრომლობა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი სტიმულია".

ქეთევან ქორიძე "სასტუმრო მერკური": "ჩერნოვეცკის ფონდთან უკვე 2 წელი ვთანამშრომლობთ და ჩვენი მეგობრობა კვლავ გაგრძელდება". 

მათე ტაკიძე პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“: "სიტყვებით ვერ გამოვხატავ იმ აღტაცებას, რაც სიგელის გადმოცემისას დამეუფლა. ჩერნოვეცკის ფონდს წარმატებას ვუსურვებ“

საღამოს დასასრულს საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, რომელშიც ყველა დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო. აუქციონზე გამოტანილ იქნა 4 მხატვრის: გიორგი ტაბლიაშვილის, ლელა ტაბლიაშვილის, რეზი გომელაურის და მარი ბაიდოშვილის ნახატები. მათი ნამუშევრები და ასევე ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვების ნახატები აზარტული ვაჭრობის შედეგად გაიყიდა.

შემოსული თანხა მცირე საოჯახო ტიპის სახლებისთვის იყო მობილიზებული.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ კლასიკური მუსიკის დუეტი „აერობუსი“, ფოლკლორული მუსიკის ანსამბლი „შავლეგო“ და „ლატინო ბოიზ ბენდი“

ჩერნოვეცკის ფონდი ყველას დიდ მადლობას მოახსენებს თანამშრომლობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ 2018 წელს უფრო მეტი მეგობარი და თანამოაზრე ეყოლება. 


რეკომენდებული პროექტები: