ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ

ფონდის სიახლეები
8 თვის წინ
მეგობრებო, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში უამრავი ქველმოქმედი ადამიანია! გული გვინათდება, როდესაც  ვხედავთ მათ კეთილ საქმეებს და აღფრთოვანებისგან ემოციებს ვერ ვიკავებთ! 
ჩვენ არ დავიღლებით მადლიერების გამოხატვაში იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მუდამ არიან მზად მხარში ამოუდგნენ სრულიად უცნობ ადამიანებს, გაუწოდონ მათ დახმარების ხელი და აჩუქონ მომავლის იმედი! 
ჩვენ უზომოდ ბედნიერი ვართ, რომ ასეთი გულისხმიერი თანამოქალაქეების რიცხვი დღითიდღე იზრდება, სიკეთეს სიკეთე ემატება და თანადგომას თანადგომა... და როდესაც ხედავ ამ სიკეთის შედეგს - ჩვენი ბენეფიციარების გაღიმებულ სახეებს, ჭეშმარიტი სიხარული გვეუფლება! 
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრს, რომლის სამხატვრო ხელმღვანელმა ლაშა მკურნალიძემ და ჩვენი ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა,  ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ. ამიერიდან ჩვენი ფონდის ბენეფიციარებმა შეიძინეს მეგობრები, რომლებიც მუდამ მხარში დაუდგებიან მათ მძიმე ჟამს და  არ მოაკლებენ ყურადღებასა და თანადგომას! 
როგორც ამბობდა დიდი ილია : „ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ და ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ...“