ჩვენ ვიმეგობრებთ! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენ ვიმეგობრებთ! image

ჩვენ ვიმეგობრებთ!

წლის წინ
სიახლეები
როგორც უკვე გიამბეთ, ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები ზაფხულის არდადეგებს შავი ზღვის სანაპიროზე ატარებენ. ბავშვებისთვის ჩვენ მრავალფეროვანი კულტურულ -გამაჯანსაღებელი პროგრამა მოვამზადეთ, რომლიც ახალისებს და ახარებს მათ.  განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ჩვენი მოზარდების შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან, რომლებიც ურეკში დასასვენებლად ქუთაისიდან ჩამოიყვანეს. 
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები - ეს ისეთი, კატეგორიაა, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. სამწუხაროდ, საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიმართ. ზოგიერთი ვერ ხვდება, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მათ მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, წლიდან წლამდე იზრდება საზოგადოების სწორი მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რაც სასიხარულო მოვლენაა. ამ აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა სტრუქტურები, ინსტიტუტები, სკოლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ჩვენი ფონდიც.
ჩვენ ვცდილობთ, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებმა ისწავლონ ურთიერთობა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან, ადრინდელ ასაკში გამოიმუშაონ მათთან კომუნიკაციის უნარები. 
აღსანიშნავია, რომ ურეკში ყოფნის დროს, ჩვენი აღსაზრდელები დაინტერესდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჯანმრთელობით, დიდხანს ესაუბრებოდნენ სხვადასხვა თემაზე და ცდილობდნენ გამოეხატათ მორალური მხარდაჭერა. 
უდიდესი წვლილი იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა თავი საზოგადოების სრულფასოვანი წევრებად იგრძნონ, თავად საზოგადოებას ენიჭება. ბავშვის განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს გარემო, შესაბამისად, ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის შემდგომ განვითარებასა და შესაძლებლობების რეალიზებას.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: