„სიკეთის კუნძული“ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„სიკეთის კუნძული“ image

„სიკეთის კუნძული“

წლის წინ
სიახლეები
სავარაუდოდ, ბევრმა თქვენგანმა ზაფხულის არდადეგები თუ შვებულება შავი ზღვის სანაპიროზე  ან სულაც უცხოეთში გაატარა, ბევრი იმოგზაურა და სოფელში თავისი სტუმრობით ბებია და ბაბუაც გაახარა... 
სამწუხაროდ, ყველას არ აქვს კურორტზე დასვენების, მოგზაურობის, სხვა ქალაქის მონახულების საშუალება. ამიტომ, როდესაც დაიწყო ზაფხული, აზრადაც არ მოგვსვლია, რომ დროებით შეგვეჩერებინა ჩვენი დღის ცენტრის ფუნქციონირება. პირიქით, ზაფხულის თვეები ვმუშაობდით მთელი დატვირთვით, რათა ჩვენი ბენეფიციარებისთვის განსაკუთრებული ატმოსფერო შეგვექმნა.
ჩვენი ფონდის ბენეფიციარები - ეს არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ამ ეტაპზე მატერიალურ სირთულეებს განიცდიან და, შესაბამისად,  თანადგომას და დახმარებას საჭიროებენ! 
მთელი ზაფხულის განმავლობაში დღის ცენტრში არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ. პროგრამა ძალიან დატვირთული იყო: კონცერტები, სამაგიდო თამაშების ტურნირები, ფილმების ჩვენება...
ასევე მთელი დატვირთვით ემსახურებოდნენ ბენეფიციარებს ტრადიციული სერვისები: საშხაპე, ექიმის კონსულტაცია, ტანსაცმლის საწყობი, კინოდარბაზი, ბიბლიოთეკა,  სამაგიდო თამაშების და ბავშვთა კუთხეები. მათთვის კი, ვისაც ეზოში დასვენება, მეგობრებთან საუბარი და ნარდის თამაში უყვარს, რამდენიმე ლამაზი ტენტი დავდგით... 
ერთი სიტყვით, ჩვენი „სიკეთის კუნძული“ კვლავაც ჩუქნის ჩვენს ბენეფიციარებს სიმყუდროვეს, სიხარულს და დაცულობის შეგრძნებას! 
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დახმარება აღმოუჩინოთ ჩვენი დღის ცენტრის ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
სიკეთე უკვალოდ არ იკარგება! 

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: