ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნათელში ამყოფოს უფალმა თქვენი სულები

ფონდის სიახლეები
4 თვის წინ
ამ ადამიანების უმეტესობამ სიცოცხლის უკანასკნელი წლების გატარება  მარტოობაში, სევდასა და სიღარიბეში. მხოლოდ ჩვენი ფონდის  თანამშრომლები ედგნენ გვერდში, მკურნალობდნენ, უვლიდნენ, ამშვიდებდნენ, ამხნევებდნენ და ხშირად სწორედ მათ უწევდათ უკანასკნელ გზაზე მათი გაცილება...
დღეს გვინდა გავიხსენოთ აგვისტოს თვეში გარდაცვლილი ჩვენი ფონდის ბენეფიციარები. მოდით, ვილოცოთ მათი სულების მოსახსენიებლად! 
1. ხათუნა გამცემლიძე
ჩვენი ბენეფიციარი  48 წლის ხათუნა გამცემლიძე გულის იშემიით იყო დაავადებული. პროფესიით ეკონომისტი, გადაიტანა ინსულტი, რომელსაც სხვადასხვა სახის გართულება მოჰყვა. ჩვენი ფონდის მედპერსონალი ყურადღებას არ აკლებდა მას, ამარაგებდა მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით. ხათუნა ხშირად იწვა საავადმყოფოში. ბოლო პერიოდში მას მწვავე სეფსისი განუვითარდა. გარდაიცვალა ამას წლის 1 აგვისტოს 
2. ვენერა ბესიაშვილი
   69 წლის ვენერა ბასიაშვილი ტავის ტვინის სიმსივნით იყო დაავადებული. გარდა ამისა. მას სხვა უამრავი დაავადება აწუხებდა. წლების განმავლობაში იგი საწოლს იყო მიჯაჭვული და კონტაქტზე არ გამოდიოდა.  ჩვენი ფონდის ექიმები და ექთნები არ აკლებდნენ მას ყურადღებას, ამარაგებდნენ მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით. ვენერა ცხოვრობდა ვაჟიშვილთან ერთად დევნილთა ერთ-ერთ ჩასახლებაში. ბოლო დროს მისი მდგომარეობა მკვეთრად გართულდა. გარდაიცვალა ამა წლის 1 აგვისტოს. 
3. ძაძუ რატიანი
80 წლის ძაძუ რატიანი შაქრის დიაბეტით იყო დაავადებული, გადაიტანა იშემიური ინსულტი, რის შემდეგაც სხვადასხვა სახის  დაავადებებმაც იჩინეს ტავი. ძაძუ რატიანი ჩვენმა ფონდმა აღრიცხვაზე 2015 წელს დააყენა. მთელი ეს პერიოდი არ ვაკლებდით მას მზრუნველობას და ყურადღებას, ვამარაგებდით მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით. მიუხედავად მკურნალობისა, იგი თავს უკეთ ვერ გრძნობდა. ბოლოს დროს მისი მდგომარეობა მკვეთრად  გაუარესდა. გარდაიცვალა ამა წლის  6 აგვისტოს. 
4. რაფაელ პეტროსიანი
79 წლის რაფაელ პეტროსიანი მარტოხელა ადამიანი იყო. იგი დაავადებული იყო თავის ტვინის იშემიით, ხშირად ვერ აცნობიერებდა გარე სამყაროს. ჩვენი ფონდის აღრიცხვაზე რაფაელი აყვანილ იქნა ამა წლის აპრილში. პერიოდულად იმყოფებოდა ჩვენი ექიმების და ექთნების მეთვალყურეობის ქვეშ. მას, აგრეთვე, უვლიდნენ მეზობლები, რომლებიც ეხმარებოდნენ რითაც შეეძლოთ. რაფაელის მდგომარეობა ბოლოს დროს მკვეთრად დამძიმდა. გარდაიცვალა ამა წლის 7 აგვისტოს. 
5. ელისო ონიკაშვილი
81 წლის ელისო ონიკაშვილი პროფესიით ფიზიკოსი გახლდათ. მას აწუხებდა პარკინსონის დაავადება, ხოლო მას შემდეგ რაც მენჯის ძვალი მოიტეხა, საწოლს მიეჯაჭვა. ელისოს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა, ცხოვრობდა დასთან ერთად, რომელიც მზრუნველობას არ აკლებდა მას, თუმცა უსახსრობის გამო უჭირდა ავადმყოფის მოვლა. 
ელისო ონიკაშვილი ფონდის აღრიცხვაზე დადგა 2016 წელს. ჩვენი ექიმები და ექთნები ახორციელებდნენ მეთვალყურეობას მის ჯანმრთელობაზე, ამარაგებდნენ მედიკამენტებით, უტარებდნენ ჰიგიენურ და სამედიცინო პროცედურებს. ბოლო დროს გულის დაავადებამაც იჩინა თავი და უკვე საერთოდ არ შეეძლო გადაადგილება. გარდაიცვალა ამა წლის 20 აგვისტოს. 
6. ჯემალ ნინუა
     
79 წლის ჯემალ ნინუა პირველი ჯგუფის ინვალიდი გახლდათ. მას უამრავი დაავადება აწუხებდა, მათ შორის გულის უკმარისობა, ანემია, ქოლეცისტიტი, გადატანილი ჰქონდა ინსულტი. ჯემალი დასთან ერთად ცხოვრობდა,  რომელიც მზრუნველობას არ აკლებდა მას, თუმცა უსახსრობის გამო უჭირდა ავადმყოფის მოვლა. 
ბოლო დროს მისი მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა, გადაყვანილ იქნა სტაციონარში, სადაც გარდაიცვალა ამა წლის 24 აგვისტოს. 
7.  ლეილა სიხარულიძე
85 წლის ლეილა სიხარულიძე ჩვენი ფონდის აღრიცხვაზე 2012 წლიდან იდგა. მას აწუხებდა გული,  ქრონიკული კოლიტი, არტერიული ჰიპერტენზია. საერთო ჯამში, ჩვენი ფონდის მედპერსონალმა მასთან განახორციელა 402 ვიზიტი, რომელიც მოიცავდა ექიმის მეთვალყურეობას, ჰიგიენურ და სამედიცინო პროცედურებს. ჩვენ ვამარაგებდით მას მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით. ბოლო დროს მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. გარდაიცვალა გულის უკმარისობის ნიადაგზე ამა წლის 24 აგვისტოს. 
8.  მერაბ თევზაძე 
     
78  წლის მერაბ თევზაძე პროფესიით ინჟინერი გახლდა. მას შემდეგ, რაც გადაიტანა თავის ტვინის ინფარქტი, საწოლს მიეჯაჭვა. მოგვიანებით, მას სხვა დაავადებებიც განუვითარდა, რამაც საგრძნობლად შეარყია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მერაბს მეუღლე და ქალიშვილი უვლიდნენ, თუმცა მატერიალური სიდუხჭირის გამო ვერ ახერხებდნენ ავადმყოფისთვის სატანადო დახმარების აღმოჩენას. ჩვენი ფონდის მედპერსონალი ყურადღებას არ აკლებდა მერაბს, ამარაგებდა ჰიგიენური საშუალებებით და მედიკამენტებით, უტარებდა სხვადასხვა სახის პროცედურებს.  ზაფხულში მისი მდგომარეობა მკვეთრად გართულდა, გარდაიცვალა ამა წლის 29 აგვისტოს. 
9. მარგო ჩორგოლაშვილი
 85 წლის მარგო ჩორგოლაშვილი პროფესიით ეკონომისტი გახლდათ. გადაიტანა იშემიური ინსულტი, რომლის შედეგაც მას სხვადასხვა სახის დაავადება განუვითარდა: ჰიპერტონია, ქოლეცისტიტი, კატარაქტა...
მარგოს დისშვილი უვლიდა, რომელიც არ აკლებდა მას ყურადღებას, თუმცა მწირი მატერიალური მდგომარეობა არ აძლევდა ავადმყოფის სათანადოდ მოვლის საშუალებას.  ჩვენი ფონდის აღრიცხვაზე მარგო ირიცხებოდა 2013 წლიდან.  ფონდის მედპერსონალი ყურადღებას არ აკლებდა მას, ამარაგებდა ჰიგიენური საშუალებებით და მედიკამენტებით, უტარებდა სხვადასხვა სახის პროცედურებს.  ბოლო დროს მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. გარდაიცვალა ამა წლის 30 აგვისტოს.