„სიცოცხლე და ერთმანეთის გრძნობები უნდა დავაფასოთ!“ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„სიცოცხლე და ერთმანეთის გრძნობები უნდა დავაფასოთ!“ image

„სიცოცხლე და ერთმანეთის გრძნობები უნდა დავაფასოთ!“

წლის წინ
სიახლეები

„შინ მოვლის“ პროგრამა - ჩვენი ფონდის საქმიანობის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი სპეციალისტები იმ დამიანებს უვლიან, ვისაც თავის მოვლა არ შეუძლიათ. მათ შორის არიან მარტოხელა მოხუცები, თანდაყოლილი პათოლოგიების მქონე ბავშვები, ყველა ის ბენეფიციარი, ვინც საწოლს არის მიჯაჭული.
შინ მოვლის პროგრამის ადმინისტრატორი დალი ზანდუკელი ექვსი წელია მუშაობს ფონდში. მანამდე ის ექიმი იყო და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში   მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დალის თქმით, ფონდში მოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 
- დალი, რატომ გადაწყვიტეთ ფონდში მუშაობა? რა მნიშვნელობას ანიჭებთ ქველმოქმედებას? 
-  რა არის ქველმოქმედება? პირველ რიგში ეს არის  კეთილი საქმე. ამას შეიგრძნობს ყველა,  ფონდში მუშაობის პირველივე დღიდან.  ჩვენ მადლიერების ისეთ დიდ მუხტს ვიღებთ , რომ ეს განსაკუთრებულ ძალას გვმატებს! აქ მუშაობამ ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა. ჩვენ ხომ ხშირად არ ვაფასებთ იმას, რაც ნამდვილად ღირებულია - სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ახლობლების სიყვარული. 
- დალი, როგორ ეხმარება ფონდი შინ მოვლის ბენეფიციარებს?
- დღესდღეობით ჩვენ დახმარებას ვუწევთ 500-ზე მეტ ბენეფიციარს. მათ უვლიან ფონდის ექიმები და სოციალური მუშაკები. უძლურად მყოფ ბენეფიციარებსისინი  სხვადასხვა სახის პროცედურებს უტარებენ. საჭირო პროცდურებს უნიშნავს ფონდის ექიმი. თავიანთ პროფილით ადამიანებთან მუშაობენ სოციალური მუშაკებიც. ხშირად ჩვენი სპეციალისტები ბენეფიციარებისთვის გარე სამყაოსთან ერთადერთ კავშირს წარმოადგენენ. 
- როგორ ფიქრობთ, რატომ ერთვებიან ადამიანები  ქველმოქმედებაში? 
- აქ მუშაობისას ნათლად ვხედავ, რომ მხოლოდ სიკეთეს შეუძლია ადამიანის გარდაქმნა. თქვენ თვითონაც ხედავთ, საქართველოში ბევრი მდიდარი ადამიანია, მაგრამ რამდენს იცნობთ, ვინც გაჭირვებულებს ეხმარება? რა თქმა უნდა ბევრს არ უნდა კეთილი საქმის გახმაურება, მაგრამ ისეთებიც მრავლად არიან, ვისაც სხვისი ტკივილი გულთან არ მიაქვს. ლეონიდ ჩერნოვეცკი - სიკეთის და მოწყალების განსახიერებაა. მის მიერ შექმნილი ფონდი ხალხს გადარჩენის შანსს აძლევს! 
- რისი თქმა შეგიძლიათ ჩვენი მკითხველებისთვის? 
- ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი - ვაკეთოთ სიკეთე, დავაფასოთ სიცოცხლე და ერთმანეთის გრძნობები! და მაშინ ეს სამყარო სიყვარულით აივსება!
ქველმოქმედება, სიკეთის ჩუქება და ზრუნვა გაჭირვებულებზე- ყველა ადამიანის შინაგანი მოთხოვნილებაა! სხვადასხვა საქველმოქმედო პროგრამების განსახორციელებლად ჩვენი ფონდის დამფუძნებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი ყოველ წელს 6 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. 
მეგობრებო, ჩვენი ფონდის კარი ყველასათვის ღიაა, თქვენ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ჩვენს ბენეფიციარებს!
 სასურველი თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: 
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შინ მოვლა). ფულის გადარიცხვა შესაძლებელია პირდაპირ საიტიდანაც   https://chernovetskyifund.ge/ru/projects/291-shinmovla/ 
ან სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. აირჩიეთ „“ქველმოქმედება“  შემდეგ ჩვენი ფონდი.
დახმარების სურვილი - ჭეშმარიტი მოწყალებაა! 

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: