ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“

ფონდის სიახლეები
7 თვის წინ

ჩვენი ფონდის დღის ცენტრი  - ეს არის ადგილი, სადაც მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება. ისინი სიხარულით მოდიან ჩვენთან, საუბრობენ საინტერესო თემებზე, მონაწილეობენ სადღესასწაულო ღონისძიებებში, ადგილზე იღებენ ექიმის კონსულტაციას და საყოფაცხოვრებო სახის დახმარებას.           
ჩვენი დღის ცენტრი - ეს არის გარემო, სადაც თითოეული ბენეფიციარი თავს გრძნობს კომფორტულად, დაცულად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია  - მშვიდად! 
 ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ბენეფიციარებს გაეზიარებინათ ის მიზეზი, თუ რის გამო დადიან ფონდის დღის ცენტრში: 
ვარვარა, 78 წლის : „ვერსად ნახავ ისეთ თბილ გარემოს, როგორიც აქ არის“.
 კალისტრატე, 81 წლის: „ ფეხები მტკივა, ძლივს დავდივარ, მაგრამ როგორც კი მოვაღწევ თქვენამდე, ტკივილი სადღაც ქრება“. 
ვახტანგი, 62 წლის: „აქ იმიტომ მოვდივარ, რომ სახლში მოწყენილობაა,  არავინაა ისეთი, ვინც დაგელაპარაკება, ნარდს გეთამაშება...“ 
ზებური, II ჯგუფის ინვალიდი, 59 წლის:  „მოვდივარ აქ იმიტომ, რომ ვისადილო, ტელევიზორი ვნახო, მეგობრებს ვესაუბრო, რომლებიც აქ გავიცანი“. 
ნარგიზა, 66 წლის: „შხაპის გამო მოვდივარ აქ. მე ისე მიჭირს, რომ  ჩემს ბარაკში წყალიც კი არ არის“. 
ანტონინა: „ყოველთვის, როდესაც თქვენს დღის ცენტრში მოვდივარ, სიხარულის გრძნობა მეუფლება, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი, სადაც სუფევს მშვიდობა, სიმშვიდე და მეგობრობა. გაგახაროთ ღმერთმა“. 
მეგობრებო, ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ არც მომავალში მოვაკლებთ  ჩვენს ბენეფიციარებს ყურადღებას და ზრუნვას. თქვენც შეგიძლიათ ამ საქმეში შეიტანოთ თქვენი წვლილი. 
        ჩვენი ანგარიშია:  GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/197-home-care/.   
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სურვილი და მზაობა დაეხმარო სხვა ადამიანებს, ყოველთვის ბრუნდება საპასუხო მადლიერებით!

რეკომენდებული პროექტები: