ფონდის მეგობრებო! თქვენი დამსახურებით, სამყარო გახდება ცოტათი უფრო თბილი და ბედნიერი! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ფონდის მეგობრებო! თქვენი დამსახურებით, სამყარო გახდება ცოტათი უფრო თბილი და ბედნიერი! image

ფონდის მეგობრებო! თქვენი დამსახურებით, სამყარო გახდება ცოტათი უფრო თბილი და ბედნიერი!

ერთი წლის წინ
სიახლეები

ეს სათამაშოები, ფუმფულა ცხოველები, მანქანები, საკარნავალო ნიღბები და სახატავი მასალა ჩვენს პატარა ბენეფიციარებს ძალიან მოეწონათ! მაშინვე გაუჩნდათ ლექსების წაკითხვის, ხტუნვისა და გართობის სურვილი!

დიახ, აღდგომის მრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინში ჩერნოვეცკის ფონდში მხიარულება სუფევდა! ჩვენი ფონდის ერთგულმა მეგობრებმა, თბილისის სხვადასხვა საწარმოს წარმომადგენლებმა ჩვენი ბენეფიციარები გულუხვად დაასაჩუქრეს, გადასცეს მათ სააღდგომო პასკები, ნამცხვრები, საკვები პროდუქტი, ბავშვთა კვება, სპორტული ტანსაცმელი, საკარნავალო კოსტიუმები, თეთრეული, სათამაშოები. საჩუქრებს ბოლო არ უჩანდა!

არაჩვეულებრივი გრძნობაა, როდესაც ადამიანებს ვეხმარებით და თავს ბედნიერად ვგრძნობთ, რადგან ამ დროს ეს სამყაროც ხდება ცოტათი უფრო თბილი და ბედნიერი! ძვირფასო მეგობრებო! გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ! ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის აკეთებთ ძალიან მადლობელი ვართ თქვენი! თქვენ ნამდვილი კეთილი ჯადოქრები ხართ!


1. კომპანია Geosport

დამფუძნებელი ნატალია ზვიადაძე

www.facebook.com/geosport


2. კომპანია «ინვეტი» 

დამფუძნებელი დავით შალამბერიძე

https://www.invet.ge/


3. სასტუმრო «კოპალა» 

დირექტორი კახაბერ ბუაძე

https://www.facebook.com/KopalaHotels/


4. კომპანია «ნატურლენდი»

დირექტორი თეონა გიორგაძე

https://naturland.ge/


5. კომპანია «ემსიბი ჯორჯია»

დირექტორი ალექსანდრე რატიშვილი

https://madamde.ge/


6. კომპანია «ტკბილი ქვეყანა»

დირექტორი ლია ზარიძე

https://www.sweet-country.ge/


7. კომპანია «კლოსტი»

დირექტორი ნიკოლოზ არჩვაძე

https://www.facebook.com/profile.php?id=100068714452444


8. სასტუმრო «თბილისითი»

დირექტორები და დამფუძნებლები ადალბერტ არაქელოვი და ხუან პერეზ

https://tbilicityhotel.com/



9. კომპანია Georgia Travel Connection

დირექტორი და დამფუძნებელი ნათია გოგოლაშვილი

https://www.facebook.com/GeorgiaTravelconnection/


10. საბავშვო ბაღი «იავნანა» 

დირექტორი და დამფუძნებელი სალომე ჭანტურიშვილი

https://www.facebook.com/bagiiavnana/


ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ოჯახებს ფინანსურად ძალიან უჭირთ. მაგრამ, ყოველ ჯერზე, როდესაც გულს ვუხსნით მათ, ცხოვრებაში დიდ სტიმულს ვაძლევთ! ხშირად, უბრალოდ შეუძლებელია სირთულეების მარტო დაძლევა, ერთად კი - ადვილი!

გახსოვდეთ, ქველმოქმედება არის არა მოწყალების გაღება, არამედ შესაძლებლობა იმისა, რომ შეჭირვებულებთან ერთად მივუახლოვდეთ ღმერთს და მარადიული სიხარულით აგვევსოს გული!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)



თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: