გაუზიარე საკუთარი სათამაშო... სიკეთის გაკვეთილი ნორჩი ქველმოქმედებისგან! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გაუზიარე საკუთარი სათამაშო... სიკეთის გაკვეთილი ნორჩი ქველმოქმედებისგან! image

გაუზიარე საკუთარი სათამაშო... სიკეთის გაკვეთილი ნორჩი ქველმოქმედებისგან!

10 თვის წინ
სიახლეები

თბილისის სულ უფრო მეტი საბავშვო ბაღი აქტიურად ერთვება ჩერნოვეცკის ფონდის საქველმოქმედო აქციაში „დაეხმარე უცნობ მეგობარს“. ასევე, კერძო საბავშვო ბაღი „საბავშვო აკადემია“ მხარში დაგვიდგა და გაუწია ორგანიზება აღსაზრდელებისთვის „სიკეთის გაკვეთილს“.

https://www.facebook.com/profile.php?id=100057620852745


 ბავშვებს შესთავაზეს თანატოლებისთვის შეჭირვებული ოჯახებიდან, იმ სათამაშოების ჩუქება რომლითაც აღარ თამაშობენ. გაოცებულები დავრჩით, რადგან ბავშვები მთელი სერიოზულობით მიუდგნენ ამ საკითხს: გადაარჩიეს და გააჩუქეს არა მხოლოდ ის სათამაშოები, რომელიც აღარ სჭირდებათ, არამედ ყველაზე საყვარელიც კი. და ტკბილეულიც მოიტანეს! აღმოჩნდა, რომ არაფერი ენანებათ უცნობი მეგობრისთვის, რომელიც გასაჭირშია ჩავარდნილი!



 გარდა თოჯინების, დათუნიების, კონსტრუქტორების, პაზლებისა და გასაფერადებლების, ბავშვებმა შეჭირვებულ ბავშვებს კეთილი სურვილები და მხარდაჭერის სიტყვებიც გადასცეს. ერთ-ერთ ბარათში ვკიხულობთ: „ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენ საუკეთესო, ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ხარ. შენ ყველაფერი გამოგივა! შენი უცნობი მეგობარი!” ასეთ საჩუქარს, ყველაზე ცივ და პირქუშ დღესაც კი შეუძლია გაათბოს გული!

 ასეთი წარმოუდგენელი გულუხვობისთვის ჩვენმა ფონდმა აქციის თითოეულ პატარა მონაწილეს მიანიჭა „ახალგაზრდა ქველმოქმედის“ წოდება და გადასცა მადლობის სიგელი. ბავშვები დარწმუნდნენ იმაში, რომ სიკეთის კეთება ძალიან მარტივია. თითოეულ კეთილ საქმეს შეუძლია ცოტათი უფრო ბედნიერი გახადოს ვინმე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მთელი სამყარო ცოტათი მაინც უფრო თბილი და კეთილი გახდება!



 საბავშვო ბაღ „საბავშვო აკადემიის“ მიერ შეგროვებული ყველა სათამაშო დაურიგდა ჩვენს ბენეფიციარებს. დიდი ხნის ნანატრი საჩუქრები მათ ჩერნოვეცკის ფონდის ოფისში გადაეცათ. ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები ხტუნავდნენ და ცეკვავდნენ სიხარულისგან! პატარებს დიდხანს ემახსოვრებათ ეს დღე - ბევრი ითამაშეს, გაერთნენ და სახლში წაიღეს ის სათამაშოები, რომელიც მოეწონათ. გულის ამაჩუყებელი სურათია, ბავშვი გულში რომ იკრავს და კოცნის სათამაშს, რომელიც შესაძლოა, პირველი სათამაშოა მის ცხოვრებაში!

 ჩერნოვეცკის ფონდი მადლობას უხდის საბავშვო ბაღ „საბავშვო აკადემიის“ კოლექტივს და პირადად მის დამფუძნებელს თაკო მახათაძეს, საქველმოქმედო დახმარებასა და აქტიური თანამშრომლობისთვის!

 თქვენ ბედნიერ ბავშვობას ჩუქნით პატარებს!


ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული) 



თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: