ქველმოქმედება არის რესტორან „წისქვილის“ მენიუს მნიშვნელოვანი პუნქტი - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქველმოქმედება არის რესტორან „წისქვილის“ მენიუს მნიშვნელოვანი პუნქტი image

ქველმოქმედება არის რესტორან „წისქვილის“ მენიუს მნიშვნელოვანი პუნქტი

9 თვის წინ
სიახლეები

ქველმოქმედება არის რესტორან „წისქვილის“ მენიუს მნიშვნელოვანი პუნქტი

 ჩერნოვეცკის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებიდან, რესტორან "წისქვილის" ქართული კულტურის ფესტივალის სტუმრები გახდნენ.

http://tsiskvili.ge/georgian/

https://www.facebook.com/Tsiskvili/

 რესტორნის გუნდმა სტუმრებს არაჩვეულებრივი სადღესასწაულო განწყობა აჩუქა, 20 ბავშვისთვის და მათი მშობლებისთვის გაიმართა საქველმოქმედო ვახშამი მრავალფეროვანი კერძებითა და სასმელებით. მენიუ მოიცავდა ხაჭაპურს, ლობიანს, კარტოფილ ფრის, მწვადს. ბავშვებმა გემრიელად მიირთვეს და ბედნიერები იყვნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია. ასევე, ბავშვებმა ისიამოვნეს მუსიკალური პროგრამით, მაღალმთიანი რაჭის ფოლკლორული ანსამბლის გამოსვლით, მასტერკლასებითა და თამაშებით, შესანიშნავად გაერთნენ, დაისვენეს და იმხიარულეს.

 

ჩვენი ბენეფიციარების პრობლემები არ შემოიფარგლება იმით, რომ მათი ერთადერთი შემოსავალია მიზერული სოციალური შემწეობა და აქედან გამომდინარე, რესტორანში წასვლის საშუალება არ გააჩნიათ. ხშირად, ბავშვებს, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან, ვიწრო სამეგობრო წრე ჰყავთ და საკუთარ თავში იკეტებიან. ჩვენ გვსურს არსებული მდგომარეობის შეცვლა. გვინდა, დავეხმაროთ ბავშვებს აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ და სიცოცხლით დატკბნენ.

 მივმართავთ კაფეების, რესტორნების  და ასევე, სწრაფი კვების ობიექტების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ ყველას შეუერთდნენ ჩვენს ინიციატივას და ერთად დავეხმაროთ მათ, ვისაც ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდება.

 ერთად მეტის გაკეთება შეგვიძლია!

 მათ ყოველდღიურად სჭირდებათ დახმარება!

 ჩვენი ვალია, ერთად ვიზრუნოთ შეჭირვებულ და მშიერ ადამიანებზე!

 თბილი დახვედრისთვის, მადლობას ვუხდით რესტორან „წისქვილის“ თანამშრომლებს. ვუსურვებთ წარმატებას და კეთილდღეობას!

ჩვენი ფონდის ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული) 





თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: