ყველაფერი თქვენთვის ჩვენო საყვარელო ბავშვებო! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველაფერი თქვენთვის ჩვენო საყვარელო ბავშვებო! image

ყველაფერი თქვენთვის ჩვენო საყვარელო ბავშვებო!

9 თვის წინ
სიახლეები

ყველაფერი თქვენთვის ჩვენო საყვარელო ბავშვებო!

 ჩვენი ფონდის ყველა თანამშრომელი ყოველდღიურად ფიქრობს არა მხოლოდ საკუთარ შვილებზე, არამედ, როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ, "ჩვენს ბავშვებზეც". ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ საკუთარი შვილები ხომ არ გვყავს სკოლაში გასაშვები, არამედ ჩვენი ყველა ბავშვიც. ისინი, ვის მშობლებსაც, მათთვის ხანდახან ლუკმა პურიც კი არ აქვთ. 

მეგობრებო, დღეს სიხარულით და სითბოთი გვევსება გული. სასწავლო წლის დაწყების წინა დღეს მოვიწვიეთ 7 მრავალშვილიანი ოჯახი, ვისი შვილებიც წელს პირველად მიდიან სკოლაში.

 სკოლის პირველი დღეები მათთვის დაუვიწყარი რომ ყოფილიყო,  ჩვენთან შეიკრიბა 7 პირველკლასელი და მათი მრავალრიცხოვანი დედმამიშვილები, 40 მშვენიერი ბავშვი. უფროსებისგან უკვე იციან, რომ მშვიდად უნდა ისხდნენ და მასწავლებელს უსმინონ... შუადღემდე ძილს რომ უნდა დაემშვიდობონ! რომ ქარსა და ყინვაშიც უნდა იარონ სკოლაში. ასევე, მოუთმენლად ელიან ახალ მეგობრებთან და მასწავლებლებთან შეხვედრას. ოჰ, ბავშვებო, ცხოვრების რა საინტერესო ეტაპი გელით წინ!

 თითოეულ ბავშვს გადაეცა ლამაზი და ფერადი სასკოლო ჩანთები, ყველანაირი აღჭურვილობით, რომელიც დასჭირდებათ წარმატებული სასწავლო თავგადასავლისთვის. ამისთვის მადლობას ვუხდით „ბიბლუს“-ს, რომელიც მრავალი წელია ახარებს ჩვენს ბავშვებს ასეთი საჭირო და მნიშვნელოვანი საჩუქრებით.

https://biblusi.ge/

მაგრამ, ეს ყველაფერი როდია! გადავწყვიტეთ ბავშვებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოგვეწყო! ნამდვილი დღესასწაული კი, გემრიელი კერძების, ხმამაღალი მუსიკის, გასართობი თამაშებისა და საჩუქრების გარეშე არ გამოდის! ანიმატორის დამსახურებით ხმაური და აურზაური მეზობელ ქუჩებსაც ესმოდათ. საჩუქრები მხოლოდ პირველკლასელებს არ მიუღიათ. „ნატურლენდ“-მა და „ჩიკო“-მ იზრუნეს როგორც მოზრდილებზე, ასევე ყველაზე პატარებზეც. სასაჩუქრე კომპლექტებში შედიოდა ჰიგიენური საშუალებები, სავარცხლები, თმის სამაგრები, ბურღულეული, საწოვარა და ბოთლები და რა თქმა უნდა, არცერთმა ბავშვმა არ დატოვა ღონისძიება საჩუქრის გარეშე!

https://naturland.ge/

https://www.chicco.ge/

 ნუ დავივიწყებთ, რომ ბავშვების ბედნიერება და სიხარული ჩვენი საერთო საქმეა! ჩვენ გვჯერა სიკეთის ძალის და საქართველოს შვილების ნათელ მომავალზე ვოცნებობთ. ისინი ხომ, ქმნიან ჩვენს ხვალინდელ დღეს და ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მათ ცხოვრებაში.

 

ერთად გავაგრძელოთ სიკეთის კეთება! ჩვენ გვჭირდება მხოლოდ თქვენი მხარდაჭერა და დახმარების სურვილი. ყოველი ჩვენი კეთილი საქმე ხომ, უკეთესობისკენ ცვლის სამყაროს. შთავაგონოთ ერთმანეთს სიკეთის კეთება და ვაშენოთ სიხარულითა და იმედით აღსავსე მომავალი.

 შემოგვიერთდით, მხარი დაუჭირეთ ჩვენი ფონდის პროექტებს და დაგვეხმარეთ, რათა ერთად ვაჩუქოთ ბედნიერება ბავშვებს! ერთად, ჩვენ მეტის გაკეთება და მომავალი თაობებისთვის ახალი სამყაროს შექმნა შეგვიძლია.

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)




თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: