საქართველოში მცხოვრები ბავშვების ნახევარზე მეტს არასოდეს უნახავს ზღვა. მათ საერთოდ არაფერი უნახავთ გაჭირვებისა და ტკივილის გარდა. მაგრამ, თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, და ასევე სასტუმროების „ივერი სანაპირო“, "სასტუმრო 325"-სა და „ჩვენი ეზოს“-ს კეთილი მფლობელების - დიმიტრი ვერულიძის, ბადრი მესიძესა და ირაკლი ბერაძის დამსახურებით, ახლა ბავშვებმა იციან, რომ მათი სამშობლო, საქართველო, ზღვისპირა ქვეყანაა!

„მედუზებზე ამბობს. აუ, რა საზიზღრები არიან! იკბინებიან? კბილები აქვთ? – მეკითხება მისი ტყუპის ცალი ძმა გოდერძი. „არა, ჭინჭარივით გსუსხავენ, უკბილოდ იკბინებიან“, - უხსნის ბარბარე თავის ძმას.

რომელსაც სრულყოფილად ვერც გამოხატავენ! ამიტომ, გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი გრძნობები და მადლიერება, რასაც ახლა განვიცდით, ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს რომ ვუყურებთ. ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებსაც მოულოდნელად, საოცრად გაუმართლათ და „ხავერდოვანი სეზონის“ ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე გატარების შესაძლებლობა მიეცათ.

„როდესაც პირველად დავინახე ზღვის ტალღები, პლაჟი და გავიგე ტალღების ხმა, გული ისე ამიჩქარდა, რომ ტალღების ხმაც კი გადაფარა!”
„სიტყვებით ვერ გამოვხატავ. ვერ გეტყვით, როგორ მიხარია აქ რომ ვარ, ზღვის სანაპიროზე. უზომოდ ბედნიერი ვარ. მთელი ცხოვრება ველოდებოდი ამ მომენტს და კეთილი ძია-დირექტორის – დიმიტრი ვერულიძის დამსახურებით ჩემი ოცნება ახდა“.

მართლაც რომ, ფასდაუდებელია თქვენი სიკეთე და გულუხვობა. ეს არ არის უბრალოდ ზღვის პირას დასვენება, ეს არის ცხოვრებისეული გაკვეთილი იმისა, თუ როგორ შეუძლია სიკეთეს, ბავშვის სამყაროს შეცვლა. გპირდებით, რომ ეს ძვირფასი საჩუქარი სამომავლოდ შთაგონება იქნება ჩვენთვის. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამ პატარებს ბედნიერება და საოცარი წუთები აჩუქეთ. ეს ხავერდოვანი სეზონი ნამდვილად დაუვიწყარი იქნება ჩვენთვის!

მთელი გულით გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კეთილ ჯადოქრებს, ამ საოცარი დღესასწაულის ორგანიზატორებს - დიმიტრი ვერულიძეს, ბადრი მესხიძესა და ირაკლი ბერაძეს, ვისი დახმარებითაც სამმა ოჯახმა ზღაპრულად დაისვენა სასტუმროებში "ივერი სანაპირო", "სასტუმრო 325" და "ჩვენი ეზო".
მათ თითქმის შეუძლებელი შეძლეს ჩვენი ფონდის ბავშვებისთვის! კომფორტული სასტუმრო, სამჯერადი კვება და სხვადასხვა საბავშვო გასართობი პროგრამა შესთავაზეს. ეს ოჯახები, საკუთარ თავს ამხელა ფუფუნების უფლებას ვერასდროს მისცემდნენ. თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა იმისთვის, რომ ამ ფერადმა, მზიანმა და მხიარულმა დღეებმა კიდევ დიდხანს გაულამაზოს ამ ბავშვებსა და მათ დედიკოებს ერთფეროვანი და ხანდახან, დაუნდობელი ყოველდღიურობა.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000