გემრიელობები დააგემოვნეს და კარგადაც იმხიარულეს! „მაკდონალდს“- მა დღესასწაული მოუწყო ჩვენს ანგელოზებს! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გემრიელობები დააგემოვნეს და კარგადაც იმხიარულეს! „მაკდონალდს“- მა დღესასწაული მოუწყო ჩვენს ანგელოზებს! image

გემრიელობები დააგემოვნეს და კარგადაც იმხიარულეს! „მაკდონალდს“- მა დღესასწაული მოუწყო ჩვენს ანგელოზებს!

3 თვის წინ
სიახლეები

გემრიელობები დააგემოვნეს და კარგადაც იმხიარულეს! „მაკდონალდს“- მა დღესასწაული მოუწყო ჩვენს ანგელოზებს!

 ოცნებები ხდება!!! მაკდონალდსის გუნდმა ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარ ბავშვებს ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქა. შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახებიდან 20-მა ბავშვმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში და რაც მთავარია, დააგემოვნეს საოცნებო ბურგერის მენიუ.

ამ ბავშვებმა მაკდონალდსის „ჰეფი მილი“ პირველად დააგემოვნეს

”ბევრი ვიცეკვეთ, ბევრი ვითამაშეთ და ბევრი დავხატეთ - ჯადოსნური დღე იყო”

„ღმერთო-ო-ო-ო, რა გემრიელია!"

ბიჭიკო (8 წლის): მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი „მაკდონალდს“-ში. იმ დღიდან ვოცნებობდი, გემრიელი ბურგერები ისევ რომ მეჭამა. მაგრამ, დედას არაფერს ვეუბნებოდი, ჩემს გარდა, კიდევ რვა და-ძმა გვყავს ოჯახში და ვიცოდი, რომ ბურგერებს ყველას ვერ უყიდიდა. როდესაც დედამ მითხრა, რომ „მაკდონალდსი“ ბავშვებს გვეპატიჟებოდა, სიხარულისგან ვკიოდი!!! ვაშა!! დღეს უკვე აქ ვარ და ზუსტად ვიცი, რომ კეთილი ადამიანები სურვილებს ნამდვილად ასრულებენ. რომ გავიზრდები, ბავშვებს აუცილებლად გავახარებ. ვეცდები, ისეთივე ბედნიერები იყვნენ, როგორიც ახლა ჩვენ ვართ.

ბავშვების გახარება ძალიან მარტივია 

„ნახე, ლოყაზე რა სასაცილო ნახატი დამახატეს!“ „არც ვიცოდი, რომ მაკდონალდსში „მხატვრებიც“ მუშაობენ!
ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავს! ბავშვები მადლობას გეუბნებიან!

თუ გსურთ, ჩვენს ყველაზე ნორჩ ბენეფიციარებს დღესასწაული რომ მოუწყოთ, არ გადადოთ. ჩვენი ფონდის ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)



თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთი წლის პატარა ნიკოლოზის აუტანელი ტანჯვა: სისხლი აქვს მოწამლული, წყლულებიდან სისხლი ჟონავს და გამონაყარი ისე ექავება, რომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანსაც კი გააგიჟებდა! შევიბრალოთ ბავშვი! შეჭირვებული დედა და შვილი ამ ყველაფერს დიდხანს ვერ გაუძლებენ! სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება!
ქავილის გამო, ჩვილი დღედაღამ ტირის! „ნიკოლოზის სხეული მთლიანად დაფარულია წყლულებით. კანი დახეთქილი აქვს, ექავება და სისხლი ჟონავს. ლამისაა კანი აიგლიჯოს, ისე იტანჯება, ჩვენ არ...
შეგროვებულია
13,892.83 ₾
დაეხმარა
1,006
მინდა დავეხმარო