საჩუქრების დროა! ჩერნოვეცკის ფონდში ტანსაცმლისა და სათამაშოების საქველმოქმედო დარიგების აქცია გრძელდება! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

 საჩუქრების დროა! ჩერნოვეცკის ფონდში ტანსაცმლისა და სათამაშოების საქველმოქმედო დარიგების აქცია გრძელდება! image

საჩუქრების დროა! ჩერნოვეცკის ფონდში ტანსაცმლისა და სათამაშოების საქველმოქმედო დარიგების აქცია გრძელდება!

21 დღის წინ
სიახლეები

საჩუქრების დროა! ჩერნოვეცკის ფონდში ტანსაცმლისა და სათამაშოების საქველმოქმედო დარიგების აქცია გრძელდება!

ჩვენს ოფისში ტანსაცმლის ტრადიციული დარიგება, როგორც ყოველთვის, ხმაურიანი, ხალისიანი დღესასწაულით მთავრდება. ეს არის ღონისძიება, რომელსაც მთელი საქართველოს შეჭირვებული ოჯახები გულის ფანცქალით ელოდებიან. განსაკუთრებით ბავშვები! იციან, რომ მათ მხიარულება, გართობა და საჩუქრები ელით!

მრავალშვილიანი და შეჭირვებული ოჯახებისთვის ნივთების დარიგებაში ფონდის თანამშრომლებს ამჯერად თავად ქველმოქმედებიც ეხმარებოდნენ. გაიცანით, „მომავლის სკოლის“ მოსწავლეები. „დაეხმარე უცნობ მეგობარს“ — ამ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა ტანსაცმელი და სათამაშოები გადასცეს ჩერნოვეცკის ფონდის ბავშვებს და ოფისში გვესტუმრნენ, რათა შერჩევაში პირადად დახმარებოდნენ ბავშვებს. ჩვენს ბენეფიციარებს ძალიან გაუმართლათ, მათთან ასეთი საყვარელი სტილისტები რომ „მუშაობდნენ“!

კეთილი საქმისთვის თითოეულმა მოსწავლემ სერტიფიკატი და „ჩერნოვეცკის ფონდის ახალგაზრდა ქველმოქმედის“ წოდება მიიღო!

ბევრ ადამიანს სახლში აქვს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც დიდი ხანია უბრალოდ დევს. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ამ ნივთებს შეუძლია ვინმე გაათბოს, სიცივისგან იხსნას და დაეხმაროს დროებითი სირთულეების დაძლევაში.

შეგიძლიათ წაიღოთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ!  აქ არის თბილი ტანსაცმელი და ქურთუკები - ასევე შეგროვილია საგაზაფხულო და საზაფხულო ნივთებიც კი.

და, რა თქმა უნდა, გემრიელობებით ვუმასპინძლდებით ჩვენს სტუმრებს! მათ უგემრიელესი კერძები და სასმელები ელოდებოდათ. შემდეგ კი - შეჯიბრებები, თამაშები და ცეკვა! კომპანია „პინგვინ ივენთსის“ მოხალისეებმა იზრუნეს პატარა ბენეფიციარების გართობაზე. დიახ, მოხალისეები, რადგან ანიმატორებმა უსასყიდლოდ შემოგვთავაზეს დახმარება, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ მათი! გმადლობთ, მეგობრებო, ბავშვებს ეს დღე ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ!

სიკეთის მარათონი გრძელდება! ერთად შევაგროვოთ ტანისამოსი და სათამაშოები ჩერნოვეცკის ფონდის ბავშვებისთვის!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთი წლის პატარა ნიკოლოზის აუტანელი ტანჯვა: სისხლი აქვს მოწამლული, წყლულებიდან სისხლი ჟონავს და გამონაყარი ისე ექავება, რომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანსაც კი გააგიჟებდა! შევიბრალოთ ბავშვი! შეჭირვებული დედა და შვილი ამ ყველაფერს დიდხანს ვერ გაუძლებენ! სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება!
ქავილის გამო, ჩვილი დღედაღამ ტირის! „ნიკოლოზის სხეული მთლიანად დაფარულია წყლულებით. კანი დახეთქილი აქვს, ექავება და სისხლი ჟონავს. ლამისაა კანი აიგლიჯოს, ისე იტანჯება, ჩვენ არ...
შეგროვებულია
13,907.83 ₾
დაეხმარა
1,008
მინდა დავეხმარო