ეს ღირსეული და მარტოსული 73 წლის ქალბატონი ოთხზე დადის და მისი ცხოვრება აღსავსეა შიშით, გაუსაძლისი ტკივილითა და ტანჯვით. თავისი ერთადერთი საყვარელი მეუღლის გარდაცვალების მერე, ის მუხლებზე „დაეცა“!
2023 სექტემბერი 1
„უკვე ათი წელია, იამზე გადაადგილდება ხოხვით.“ წვიმაშიც კი, ტალახსა და გუბეებში! საპირფარეშო ხომ, ეზოშია! სახლში პირის დაბანის საშუალებაც კი არ აქვს! წყალი არ არის შეყვანილი! ეს საშინელებაა! კეთილო ადამიანო, წაიკითხე, მიიტანე გულთან ახლოს ეს ტრაგედია და აუცილებლად გააზიარე პოსტი! თუ შეგიძლია, გაუწიე დახმარება ამ საბრალო ქალს, შენს მეგობრებს კი დაეხმარე მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ძაღლური ცხოვრებაა და მეც ძაღლივით ვცხოვრობ. ჩემს დღეში ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ...“ - იამზე ბებია ძლივს ლაპარაკობს. თითოეული სიტყვის წარმოთქმა უჭირს, პაუზებით საუბრობს, მძიმედ სუნთქავს, მაგრამ ლაპარაკს აგრძელებს. ხანდახან, წარმოდგენაც კი რთული, რაოდენ გაუსაძლისი სატანჯველი ხვდება ცხოვრებაში ადამიანს. იშვიათად ვუფიქრდებით, რამხელა გამძლეობა გააჩნია ადამიანის სულს, სანამ საკუთარი ყურით არ მოვისმენთ ისეთ გასაოცარ ამბებს, როგორიც იამზეს ცხოვრების ისტორია გახლავთ. ოთხზე დადის და მისი სამყარო აღსავსეა შიშით, ტკივილითა და გაუსაძლისი ტანჯვით.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
თი ბი სი ბანკი
GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი
GE42LB0115113036665000
საქართველოს ბანკი
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
7,263 ₾
(
619 დონორი )
მსგავსი პროექტები:
|