მეგობრებო, ღრმად ჩახედეთ თვალებში ამ ბავშვს! რამხელა ადამიანურ ტკივილს, ტანჯვას და მუდარას დაინახავთ: „მიშველეთ, გთხოვთ!“ არა, არა, ის გიჟი არ არის! მძიმედ არის დაავადებული ეს ბიჭი! მის მშობლებს მკურნალობის კი არა, საჭმლის ყიდვის საშუალებაც არ გააჩნიათ! ჩვენი ადამიანური ვალდებულება არის, გიორგის აუტანელი ტანჯვა შევუმსუბუქოთ!
13 წლის გიორგი ზღვის პირას დაიბადა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აქვს ასეთი ლამაზი, ზღვისფერი თვალები. გიორგი სულ პატარა იყო, როდესაც ექიმებმა გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინეს. ზოგჯერ მშვიდია, ზოგჯერ კი ღელავს ისევე, როგორც ზამთარში ზღვა.
ერთხელ ვნახე, როგორ იდგა გზის პირას და ხელს უქნევდა გამვლელ მანქანებს, რომ წაეყვანათ თუნდაც, სამყაროს დასალიერზე, ოღონდ ამ ტანჯვისგან ეხსნათ! მაშინ, სახლში ძლივს დავაბრუნე! ისეთი საშინელება იყო, თითქოს, მის აზრებს ვკითხულობდი და მისი ქცევის მიზეზი მესმოდა. მე ხომ, დედა ვარ. დედებმა კი კარგად იციან, რომ შვილი მათი განუყოფელი ნაწილი არის!
ამ „ჟეშტისგან“ აწყობილ სახლში ვცხოვრობთ, ოთახში, რომლის ფართიც 8 კვადრატული მეტრია. დიდი ხანია გავყიდეთ ყველაფერი! ამ სახლსაც გავყიდიდი და ღია ცის ქვეშ დავიძინებდი ჩემს გოგოსთან ერთად. მაგრამ ეს „ჟეშტის“ სახლიც არ არის ჩვენი. საცხოვრებელი არ გვაქვს, არ გვაქვს არც საჭმლის, არც ნინისთვის ტანსაცმლის, არც გიორგის გამოკვლევების ჩატარებისა და წამლების შეძენის საშუალება.
ყველაზე დიდი საშინელება, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს დღედაღამ არის ის, რომ როგორც გვითხრეს თურქეთის კლინიკაში, ბავშვის განკურნება და მისი ტანჯვის შემსუბუქება შეიძლება! და აი, თქვენს წინაშეა დედა, რომელმაც უფულობის გამო, ტანჯვისთვის გაწირა თავისი შვილი! ჩემი დანაშაულია?! დიახ, ჩემი დანაშაულია!!! თავს დამნაშავედ ვგრძნობ, როდესაც გიორგის ვუყურებ!
ღმერთო, მაპატიე, რომ ადრე, ბევრად უფრო ადრე დაჩოქილმა არ გთხოვეთ დახმარება და მომერიდა უცხო ადამიანების შეწუხება! მაგრამ, ასე ცხოვრება აღარ შემიძლია! მაპატიეთ, მაპატიეთ, თხოვნით რომ მოგმართავთ! დედა ვარ! და სხვაგვარად არ შემიძლია!
ნინი მახარაძე (გიორგის და, 12 წლის): თქვენი აზრით მრცხვენია, ჩემი ძმა ასეთი რომ არის? ზოგი გიჟს ეძახის. მე კი არასდროს დავმალავ იმას, რომ ჩემი ძმაა. ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ, გული საშინლად მტკივა. დედიკოსაც არ ვუწყრები იმის გამო, რომ ვერაფერს ყიდულობს ჩემთვის.
დედაჩემს დიდი ხანია აღარ აქვს ფული, წამლები რომ უყიდოს ჩემს ძმას. ამიტომ, გადავწყვიტე საკუთარი შრომით ვიშოვნო ფული. 12 წლის ვარ და სამსახურში არავინ ამიყვანს. ამიტომ, ვისწავლე საკუთარი ხელით სამკაულების დამზადება. დას ძმის გულისთვის ყველაფერი შეუძლია. რამდენიმე სამკაული უკვე გავყიდე. ჩემი ძმისთვის წამლების საყიდლად ვაგროვებ ფულს.
გიორგი ჩემი გულია. დიახ, მას ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ, ყველა დაიკოს ხომ, ძმის გრძნობები უსიტყვოდ ესმის. გემუდარებით, კეთილო ადამიანებო, დამეხმარეთ, ჩემი ძმის წამლის საყიდლად თანხა რომ შევაგროვო და გპირდებით, როდესაც გავიზრდებით ამ ფულს აუცილებლად დაგიბრუნებთ. მანამდე კი, ჩემი ხელით გაკეთებულ სამკაულებს გაჩუქებთ. მართალია, ძვირფასი ქვებისგან არ არის, მაგრამ მთელი გულით და სიყვარულით ვამზადებ. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ძვირფასი სამკაულები იყიდება ძვირად. გულით და სიყვარულით გაკეთებულ სამკაულებს კი, 3 ლარზე მეტად ვერ ვყიდი. მირჩიეთ, რა გავაკეთო კიდევ, როგორ დავეხმარო ჩემს ძმას? (ეკითხება კორესპონდენტს.)
- ნინი, ის, რომ გიორგის ჰყავს ასეთი კეთილი, ძლიერი და უშიშარი და, უკვე დიდი დახმარებაა შენი მხრიდან.
ნინი: მართლა ასე ფიქრობთ, თუ ცდილობთ, რომ გამამხნევოთ?
- რომ გაიზრდები, თავადაც მიხვდები, რომ სიმართლეს ვამბობ. მალე თბილისში დავბრუნდები და შენი ძმის შესახებ სტატიას დავწერ, რომელსაც მთელი საქართველო წაიკითხავს. იქნებ გსურს, კეთილ ადამიანებს რამე რომ უთხრა?
ნინი: გთხოვთ, გამოაქვეყნეთ ის, რასაც ახლა გეტყვით (მიმართავს კორესპონდენტს).
- პირობას გაძლევ, ნინი.
ნინი: კეთილო ადამიანებო, თუკი ოდესმე, ნახავთ გზის პირას მდგარ ზღვისფერთვალება ბიჭს, რომელიც იქცევა უცნაურად, გთხოვთ, გიჟს ნუ დაუძახებთ.
მაშინ საკუთარი თავის შემრცხვა. პირველად ჩავეხუტე გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვს და ერთ რამეს მივხვდი: ვერაგმა დაავადებამ, ბავშვის ყველა ორგანო როგორც არ უნდა დააზიანოს, ზიანს ვერ მიაყენებს მხოლოდ ერთ რამეს - ბავშვის კეთილ გულს. დიახ, დღის დასაწყისში, გიორგისთან მივედი, როგორც გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვთან, ხოლო დღის ბოლოს, მისგან წამოვედი ცხოვრებისეული ცოდნით. მოვდიოდი ხელვაჩაურიდან და მთელი გზა ერთ რამეზე ვფიქრობდი: ვინ იცის, რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეეძლო სამყაროსთვის ამ ზღვისფერთვალება ბიჭს, რომ არა მისი დაავადება. ვინ იცის, რამდენჯერ დათესავდა ამ ცოდვილ მიწაზე სიკეთის მარცვალს. ვინ იცის, იმ სიკეთის მარცვლიდან აღმოცენებული ყლორტით რამდენი ადამიანის ცხოვრება შეიცვლებოდა.
წამოსვლისას გიორგის ვუთხარი, რომ ის გამოჯანმრთელდებოდა. ახლა კი, მეშინია ჩემი სიტყვების. მე ხომ, ეს სიტყვები თქვენი იმედით ვუთხარი, კეთილო ადამიანებო. არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა, არ აქციოთ ზურგი ზღვისფერთვალება ბიჭს.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა ნახოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაში, ოჯახის მისამართია: ხელვაჩაური, ფრიდონ ხალვაშის ქ. მე-9 შესახვევი, ბინა 295.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მახარაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
|