დაღუპვის პირას ვართ! უკანასკნელი ძალებით ვიბრძვით! მაგრამ, თუ სიკვდილი მაინც არ აგვცდა, გთხოვთ, ჩვენს შვილებს ნუ მიატოვებთ! მოიხსენიეთ ლოცვებში, მოიკითხეთ ხოლმე, როგორ არიან, როგორ ცხოვრობენ! ჩვენც ზუსტად ასე მოვიქცეოდით! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დაღუპვის პირას ვართ! უკანასკნელი ძალებით ვიბრძვით! მაგრამ, თუ სიკვდილი მაინც არ აგვცდა, გთხოვთ, ჩვენს შვილებს ნუ მიატოვებთ! მოიხსენიეთ ლოცვებში, მოიკითხეთ ხოლმე, როგორ არიან, როგორ ცხოვრობენ! ჩვენც ზუსტად ასე მოვიქცეოდით!

page info icon
2023 აგვისტო 28
page info icon
20667
ნუთუ, ამ ულამაზეს ბავშვებსაც, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ ჰყავდათ ჯანმრთელი და მოსიყვარულე მამა გელა და ბიძა რამინი მემკვიდრეობით ერგოთ პაპისგან ეს საშინელი გენეტიკური დაავადება? ნუთუ, მათაც ელით ნელი და მტანჯველი სიკვდილი?!განახლება! ჩერნოვეცკის ფონდმა უკვე გამოყო თავის მხრივ თანხის ნაწილი - 26 000 ლარი, მეგობრებო, ძალიან ცოტა რჩება! ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვიხსნით ამ ოჯახს სიკვდილისგან!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
67,835 ₾
( 3,681 დონორი )
დასრულებულია

განახლება! ჩერნოვეცკის ფონდმა უკვე გამოყო თავის მხრივ თანხის ნაწილი - 26 000 ლარი, მეგობრებო, ძალიან ცოტა რჩება! ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვიხსნით ამ ოჯახს სიკვდილისგან!

დაღუპვის პირას ვართ! უკანასკნელი ძალებით ვიბრძვით! მაგრამ, თუ სიკვდილი მაინც არ აგვცდა, გთხოვთ, ჩვენს შვილებს ნუ მიატოვებთ! მოიხსენიეთ ლოცვებში, მოიკითხეთ ხოლმე, როგორ არიან, როგორ ცხოვრობენ! ჩვენც ზუსტად ასე მოვიქცეოდით!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ნუთუ, ამ ულამაზეს ბავშვებსაც, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ ჰყავდათ ჯანმრთელი და მოსიყვარულე მამა გელა და ბიძა რამინი მემკვიდრეობით ერგოთ პაპისგან ეს საშინელი გენეტიკური დაავადება? ნუთუ, მათაც ელით ნელი და მტანჯველი სიკვდილი?!

„31 წლის გელა ფეხზე ძლივს დგება. მისი ძმა რამინი ეხმარება და იცის, რომ სულ ცოტა ხანში, ისიც გაიზიარებს მის ბედს... რა კოშმარია!“

  „ყველანი დავიღუპებით!“ - ტირის და მოთქვამს პატარების დედა და გელას მეუღლე თამარი - „გელას და რამინის სიცოცხლე ხომ, დამოკიდებულია თანხაზე, რომელიც არ გაგვაჩნია - 25 000 დოლარზე, რომელიც გვაკლდება! ყველაფერი გავყიდეთ, რაც კი გაგვაჩნდა ღირებული, ყველა ჩვენი ახლობელი შევაწუხეთ და ყველგან ვისესხეთ.  მაგრამ ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია!“ - ეს დახმარების თხოვნა არ არის, ეს არის უბედური დედისა და მეუღლის ვედრება!

 „თუ 14 სექტემბრამდე (ჯანდაცვის სამინისტრომ თანხის ნაწილი, 14 000 დოლარი დააფინანსა და ვადა გაუვა) დარჩენილ 25 000 დოლარს ვერ მოვაგროვებთ, აღარაფერი გვაქვს გასაყიდი და მეგობრებმაც ყველაფერი გაიღეს. ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს, ჩვენი პატარების მამას და მის უმცროს ძმას მტანჯველი სიკვდილი ელით, არ უშველით არც წამლები, არც ნემსები!“ - სიცოცხლის ყოველი წუთი, კიდევ ერთი ნაბიჯით აახლოებს მათ სიკვდილს და თუ ახლა, არ დავეხმარებით, ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. ვის სინდისზე იქნება ამ ადამიანების ჯოჯოხეთური წამება, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ მათ სული ტანჯვაში ამოხდებათ? ჩვენ კი, ასეთ ტკივილზე თვალებს ვერ დავხუჭავთ... მამისა და ბიძის შემდეგ ხომ, ამ უდანაშაულო ბავშვების ჯერიც დადგება!

 ეს სტუმართმოყვარე ოჯახი, სადაც ყოველთვის სიყვარული და მშვიდობა სუფევდა, რამდენიმე წელიწადში სიკვდილის, საშინელებების და დაუსრულებელი ტანჯვის სამკვიდროდ იქცა. მამაკაცები ავად ხდებიან, ვერაგმა დაავადებამ უკვე იმსხვერპლა მამა და უფროსი ძმა, ახლა კი გელას და რამინის წაყვანას ცდილობს. ჰანტინგტონის ქორეა - სახელწოდებაც კი შემზარავად ჟღერს. თუკი სრულყოფილად ვერ წარმოიდგინეთ რას ნიშნავს, ეს არის ნამდვილი წამება! როგორც თავად ავადმყოფისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის. დაავადება სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ტვინის უჯრედებს „ჭამს“. ავადმყოფს ყველაფერი აღიზიანებს, ხდება ბოროტი, მოსვენებას კარგავს, სულ მოძრაობაშია, ხელ-ფეხს იქნევს... სახის ნაკვთები კი ეცვლება იმდენად, რომ ვეღარ იცნობთ... თბილი და მოსიყვარულე ადამიანისგან მხოლოდ გვარი და სახელი რჩება... ყველაზე დიდი საშინელება კი არის ის, რომ საშველი არ ჩანს...

 „აი ასე, წამებში ეცვლება გელას სახე. შეიძლება მშვიდად იჯდეს, მერე კი უცებ წამოხტება და გარშემო ყველაფერს ლეწავს. სხვა დროს კი, დამოუკიდებლად ნაბიჯსაც ვერ დგამს.“ 

 - თამარ, ამ საშინელების შემხედვარე, ვერ წარმომიდგენია, როგორ დაგისვათ კითხვა, სიტყვებს ვერ ვპოულობ...

 თამარი: ჩემი მეუღლე და თავის ძმა ჩვენს თვალწინ იღუპებიან! მნიშვნელოვანია ყოველი წუთი! მისი ტვინის უჯრედები ყოველ წამს კვდება! ოპერაციის გარეშე, ორივე უბრალოდ მოკვდება! ისევე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალნენ მათი მამა და უფროსი ძმა...

 - შეგიძლიათ, ამ დაავადების შესახებ უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ?

 თამარი: ეს დაავადება გენეტიკურია - ჰანტინგტონის ქორეა. ალბათ, მის შესახებ არასდროს გსმენიათ! 4 წლის წინ, ჩემმა მეუღლემ უცნაურად მოქცევა დაიწყო. დაეწყო უძილობა, ძილის დროს კი, ისე იქნევდა ხელ-ფეხს, რომ გვაზიანებდა მეც და ჩვენს პატარა შვილსაც. რომ გაიღვიძებდა, აღარაფერი ახსოვდა... მერე რაღაც უნებლიე, უცნაური მოძრაობების კეთება დაიწყო, ხელ-ფეხს ისე იქნევდა, თითქოს ცეკვავდა. უცნაურად ადგამდა ნაბიჯებს. განგაში ავტეხე, უამრავი ექიმი შემოვიარეთ, სანამ გავარკვევდით, რომ მეუღლეს სჭირს იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ანადგურებს მის ტვინს. უნარშეზღუდულობა, მერე კი სიკვდილი ელის!

 „ბავშვებს ახსოვთ მამის სითბო, სიყვარული და მზრუნველობა და ძველებურად ეფერებიან მას.“

 - ნუთუ, გამოსავალი არ არსებობს?

 თამარი: გამოსავალი არის - ოპერაცია, უფრო სწორად თავის ტვინის ღრმა სტიმულაცია. ეს პროცედურა ვერ განკურნავს ბოლომდე, მაგრამ ნამდვილად შეაჩერებს მომაკვდინებელ პროცესს და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ჩემთვის კი, ეს ყველაფერს ნიშნავს, ორი შვილი გვყავს და მათ მამა სჭირდებათ! იცით, რის მეშინია ყველაზე მეტად? რომ ეს დაავადება შეიძლება ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ! ამაზე რომ ვფიქრობ, სიკვდილი მინდა!

„მე შენი არ მეშინია, მამიკო.“

 - ამის თავიდან აცილების შესაძლებლობა თუ არის?

 თამარი: ექიმებმა, ვინც დიაგნოზი დაუსვა ჩემს მეუღლესა და მაზლს, გვითხრეს, რომ ბავშვებს სჭირდებათ კვლევები და ანალიზები. პირველი გენეტიკური ტესტი კეთდება 6 წლის, შემდეგ 15, 19 და 25 წლის ასაკში. და მხოლოდ ამის მერე, თუ დაავადება არ გამოვლინდა, შემიძლია მშვიდად ამოვისუნთქო. ახლა კი, ჩემი შვილების ყოველ მოძრაობას ვაკვირდები, მაშინაც კი, როდესაც სძინავთ: „ნეტავ რატომ გაამოძრავა ფეხი? თითქოს, მძიმედ სუნთქავს...“ ვიცი, რომ ეს უკვე პარანოიად მექცა, მაგრამ რა ვქნა? რა გავაკეთო? თუკი ბავშვებს ეს „საჩუქარი“ გადაეცათ, უკვე წინასწარ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები მათ ცხოვრებაში... მაგრამ ახლა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. კიდევ რამდენიმე თვე მაქვს წინ, ჩემს ბიჭს ანალიზები რომ ჩავაბარებინო. ახლახან, 15 აგვისტოს, 6 წლის  გახდა. გოგონა კი, ჯერ მხოლოდ 4 წლის არის.

 „მამიკო, მალე ისევ კარგი ბიჭი გახდები და საჩუქრებს მოგვიტან, ხოლმე?“

 დემეტრე (6 წლის): წელს მამიკომ დაბადების დღეზე ტორტიც კი ვერ მაჩუქა. ადრე, კარგი ბიჭი იყო და ყოველთვის ბევრი საჩუქრები მოჰქონდა ჩვენთვის. ახლა კი, წევს და ხელებს იქნევს. ხანდახან ვტირი, ისე მეშინია ხოლმე.

 დეა (4 წლის): მე კი არ მეშინია, სულ ვეფერები. აი ასე: „ცა-ცა მამიკოს, მამიკო კარგი ბიჭია.“

 „გელა თითქმის მუდმივად წევს და ყოველთვის ვინმე უნდა იყოს მის გვერდით. წარმოიდგინეთ, რას გრძნობს მისი ძმა, რომელმაც იცის, რომ მალე ისიც ასეთივე უმწეო გახდება.“

 - საწოლიდან საერთოდ ვერ დგება?

 თამარი: ჩემი მეუღლისთვის ყოველი მოძრაობის გაკეთება ძალიან რთულია, თავის ხელით ვერ ჭამს, ბოდიში და საპირფარეშოშიც კი, ერთად გაგვყავს მე და ჩემს დედამთილს... სუნთქვაც უჭირს, შეიძლება საჭმელი გადაცდეს და ნებისმიერ მომენტში დაიხრჩოს. გარდა იმისა, რომ ბავშვივით უსუსურია, საკუთარ თავს საერთოდ ვერ აკონტროლებს, აგრესიულია, დაბნეულია, სულ ჩხუბობს, ასეთ დროს არ ვიცი, რა ძალა მართავს, გარშემო ყველაფერს ლეწავს... ოჰ, არც კი ვიცი, რა სიტყვებით აღვწერო ეს ყველაფერი... დედამისი, ნაზი, ქალი კი არა, ნამდვილი წმინდანია, სულ გვერდით უზის და ტირის. ამბობს, რომ უფრო ეადვილება ასე. წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა, ჯერ მეუღლე დაასაფლავა, მერე შვილი. ახლა კი, უყურებს, როგორ ცდილობს სიკვდილი გელაც და რამინიც წაართვას!

 „სანამ დაავადება თავს იჩენდა, გელა სულ სხვა ადამიანი იყო!“

 - სანამ ავად გახდებოდა, როგორი იყო?

 თამარი: იცით, რა საშინელებაა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხედავ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ იყო თბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე მამა, მეუღლე, შვილი, მუხლჩაუხრელად შრომობდა, ზრუნავდა ჩემზე და მხარში მედგა. მეც ხომ ძალიან ავად ვარ, პირველი შვილის გაჩენის მერე, ნაღვლის ბუშტი ამომაჭრეს, ამას გართულებები მოჰყვა, 6 ოპერაცია, ვერ დავდიოდი, ნერვიულობის ნიადაგზე კი, ეპილეფსია დამემართა. ის კი... გვერდიდან ერთი წამითაც არ მშორდებოდა. მისგან იმხელა სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი, ხელის გულზე მატარებდა. ამ ქვეყნად უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი თავს წელიწადნახევრის განმავლობაში... ახლა კი, შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ ხმაც არ ამოიღოს, ან რაღაც ისეთს იტყვის - გულს მოგიკლავს. მაგრამ, მე ხომ ვიცი, რომ ავადმყოფობა ალაპარაკებს. ხანდახან მეჩვენება, რომ თავში ეშმაკი  ჩაუსახლდა და მართავს. უწინდელი გელასგან აღარაფერი დარჩა...

 „უბედნიერესი ქალი ვიყავი ამ ქვეყნად... მერე რა, რომ ჩემი ბედნიერი ცხოვრება სულ რაღაც წელიწადნახევარს გაგრძელდა.“

 - ნეტავ, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს საშინელი დაავადება?

 თამარი: უიშვიათესი დაავადება, მამაკაცებს გადაეცემა გენეტიკურად. სწორედ ამის გამო, ახალგაზრდა დაიღუპა ჩემი მამამთილიც, მაგრამ მაშინ, ნამდვილი მიზეზი არავინ იცოდა. ეგონათ, რომ მძიმე შრომამ მოუღო ბოლო. მერე კი, როდესაც იგივე სიმპტომები, უძილობა, უნებლიე მოძრაობები ჩემი მეუღლის უფროს ძმას გამოუვლინდა, ექიმს მიმართეს. „ფსიქიკური აშლილობა“ დაუდგინდა და ჭეშმარიტი მიზეზის გარკვევას არავინ ეცადა. ორ წელიწადში ის ლოგინად ჩავარდა, კიდევ ორ წელიწადში კი, გარდაიცვალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემი დედამთილი როგორც ჩვილს ისე უვლიდა. უბრალოდ შეხედეთ, განადგურებულია ქალი!

 „გენეტიკურმა დაავადებამ გელას და რამინის მამისა და უფროსი ძმის სიცოცხლე  იმსხვერპლა.“

 - ქორწინებამდე არაფერი იცოდით ამ დაავადების შესახებ? როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?

 თამარი: როგორც ძველად იცოდნენ, ისე გაგვაცნეს ერთმანეთი, მშობლებმა მოილაპარაკეს, დავინიშნეთ, ნახევარი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, სტუმრად მივდიოდით ხოლმე. მერე კი საოცარი, ულამაზესი ქორწილი გვქონდა... იცით, უფალს ასეთი არჩევანისთვის მადლობას ვწირავ, გელა არის არაჩვეულებრივი ადამიანი, შესანიშნავი მამა და მეუღლე. მისი უმცროსი ძმის მდგომარეობა კი, ჯერ არ არის იმდენად მძიმე, მაგრამ უკვე ორი წელია არ სძინავს, ისეთივე უნებლიე მოძრაობებს აკეთებს, გულჩათხრობილია და ადვილად ღიზიანდება. ის აცნობიერებს და ხვდება, სულ რამდენიმე თვეში რა დაემართება.

 „გულმოკლული დედა ხმას ვერ იღებს, მხოლოდ ცრემლებს ღვრის.“

 - დახმარებისთვის თუ მიმართეთ ვინმეს?

 თამარი: სახელმწიფომ ოპერაციის საფასურის ნაწილი დააფინანსა. მეგობრების, ნათესავებისა და მეზობლების დახმარებით მოვახერხეთ საჭირო თანხის მხოლოდ ნახევრის შეგროვება. ახლა, ჩვენი ერთადერთი იმედი ხართ თქვენ და თქვენი ფონდის მეგობრები - უცნობი კეთილი ადამიანები. ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ბოლომდე ვერ განიკურნება, მაგრამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მისი ცხოვრების ხარისხი. მოწესრიგდება ძილი, აღარ ექნება აგრესია, უნებლიე მოძრაობები და სუნთქვის პრობლემები... მესმის, რომ ვერც ჩემი მეუღლე, ვერც მაზლი მუშაობას ვერ შეძლებენ და ეს ტვირთი მთლიანად მე უნდა დამაწვეს მხრებზე, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ამად ნამდვილად ღირს! მე არ მჭირდება სიმდიდრე, მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ჩემს შვილებს მამა ცოცხალი ჰყავდეთ და... და კვლავ ვიცხოვროთ მშვიდად და წყნარად. მე კი, რასაც შევძლებ ყველაფერს გავაკეთებ და მზად ვარ მოვუარო ცხოვრების ბოლომდე. არ გეგონოთ, რომ აქ მხოლოდ ჩემი შვილები მაკავებს. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ზრუნავდა ჩემზე, როდესაც დახმარება მე მჭირდებოდა და ეს არასდროს დამავიწყდება.

 „გელა საკუთარი ხელით, წყალსაც კი ვერ სვამს.“

 მეგობრებო, დღეს, საქმე ეხება მთელი ოჯახის გადარჩენას. უბრალოდ დაფიქრდით, როგორია, როდესაც შენი ამ ქვეყნად უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც გუშინ იღიმოდა, შენს თვალწინ ურჩხულად იქცევა და ნელი სიკვდილით კვდება? როდესაც ვერ ცნობ საყვარელი ადამიანს ნაკვთებს, მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობ და ყველანაირად ცდილობ მის გადარჩენას. ხარაბაძეების ოჯახი დიდ განსაცდელშია. საშინელ დაავადებას რიგრიგობით ეწირებიან ადამიანები, ვინც სულ ცოტა ხნის წინ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, უყვარდათ, შრომობდნენ და სამომავლო გეგმები ჰქონდათ. მაგრამ, ერთიანი ძალებით, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, ტანჯვით სიკვდილს ხელიდან რომ გამოვგლიჯოთ.

 ახალგაზრდა რამინ და გელა ხარაბაძეების გადარჩენის შანსი ნამდვილად არის, მაგრამ ამისთვის, მოკრძალებული, კეთილი ქართული ოჯახისთვის წარმოუდგენლად დიდი თანხაა საჭირო. ყველას გვიჭირს, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ ხვალ შეიძლება უმამოდ დარჩეს ორი მცირეწლოვანი ბავშვი, უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება ყველა პრობლემა. თითოეულ ჩვენთაგანს ნამდვილად შეუძლია წვლილის შეტანა და ამ ოჯახის გადარჩენა.

თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნარუჯა.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ხარაბაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!



მსგავსი პროექტები: